საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება № 227 |
|
2014 წლის 13 მარტი ქ.თბილისი |
1. დაფუძნდეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC);
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 სექტემბრის №779 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სამართალმემკვიდრედ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აგვისტოს №661 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის სამართალმემკვიდრედ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 15 თებერვლის №106 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) სამართალმემკვიდრედ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 29 სექტემბრის №157 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სამართალმემკვიდრედ.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართალმემკვიდრედ.
7. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
|
+
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: 1. დაფუძნდეს:ა) (ამოღებულია - 23.12.2019, №635);
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.
2. (ამოღებულია - 23.12.2019, №635).
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 15 თებერვლის №106 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) სამართალმემკვიდრედ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 29 სექტემბრის №157 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სამართალმემკვიდრედ.6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ, აგრეთვე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის უფლებამონაცვლედ პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების/გადამზადების ნაწილში.
61. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის უფლებამონაცვლედ ქონებისა და ფინანსების ნაწილში.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №635 - ვებგვერდი, 26.12.2019წ.
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 13.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №227. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017847.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“, №227, 13.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017847 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2279772/