იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.03.2014 ბოლო ცვლილება 05.03.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№242
სარეგისტრაციო კოდი
120200010.10.003.017862
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (48)

შემდგომი ცვლილებები (33)

წინა ცვლილებები (15)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №242

2014 წლის 18 მარტი

ქ.თბილისი

 

იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის,  35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის  შესაბამისად:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს იმ თანამდებობის პირთა თანდართული ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.
+
მუხლი 2
 

ნუსხის პირველი–მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების (სხვა სათანადო მონაცემების მითითებით) დადასტურება განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ფორმის მოწმობის გაცემით, ან/და სამსახურებრივ მოწმობაში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური აღნიშვნის შეტანით.

+
მუხლი 3
ნუსხის მე-8–მე-15 მუხლებით გათვალისწინებული პირებისათვის, აგრეთვე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების (სხვა სათანადო მონაცემების მითითებით) დადასტურება განხორციელდეს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შესაბამისი ნებართვის გაცემით.
+
მუხლი 4
ამ დადგენილებასა და თანდართულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს დაინტერესებული უწყების წარდგინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.   
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება

სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:

+
მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.

3. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, უფროსის მოადგილე; პირველად სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე.

4. სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი, საფინანსო სამმართველოს საკასო განყოფილების უფროსი.

5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის:

ა) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ბ ​1 ) სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის სამმართველოსა და სამსახურის უფროსი; 

დ) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;

ე) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს უფროსი;

ვ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ზ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

თ) ეროვნული გვარდიის:

თ.ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;

თ.ბ) შტაბის უფროსი;

თ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

თ.დ) რეზერვისტთა მომზადებისა და   გადამზადების ცენტრის უფროსი;

თ.ე) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები; 

თ.ვ) გვარდიის სერჟანტი;

ი) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის:

ი.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

ი.ბ) შტაბის უფროსი – სარდლის მოადგილე;

ი.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

ი.დ) ტოპოგრაფიული სამსახურის, ბაზისა და ცენტრის უფროსები;

ი.ე) სარდლობის სერჟანტი;

კ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის:

კ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

კ.ბ) შტაბის უფროსი;

კ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

კ.დ) აკადემიის, ცენტრისა და სკოლის უფროსები/მეთაურები;

კ.ე) სარდლობის სერჟანტი; 

ლ) სპეციალური ოპერაციების ძალების:

ლ.ა) მეთაური, მეთაურის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში;

ლ.ბ) შტაბის უფროსი;

ლ.გ) შტაბის განყოფილების უფროსი;

ლ.დ) ბატალიონის, რაზმისა და ცენტრის მეთაური და შტაბის უფროსი;

ლ.ე)  სპეციალური დანიშნულების ასეულის, სნაიპერთა ასეულის მეთაური;

ლ.ვ) სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაური, სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სკოლის მეთაური/სკოლის მეთაური-ინსტრუქტორ-პარაშუტისტი (ბორტოპერატო-რი) და მებრძოლ მყვინთავთა მომზადების კურსის უფროსი;

ლ.ზ) სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი;

მ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის:

მ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

მ.ბ) შტაბის უფროსი;

მ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

მ.დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური, ბრიგადის შტაბის უფროსი და ბატალიონის მეთაური;

მ.ე) შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური (მფრინავი);

მ.ვ) ცენტრალური საკომანდო პუნქტის მეთაური;

მ.ზ) მთავარი სერჟანტი.

6. შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი.

7. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების:

ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

ბ) შტაბის უფროსი;

გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

დ) ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები;

ე) მთავარი სერჟანტი.

8. კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსი, ცენტრის უფროსის მოადგილე და ცენტრის სამსახურის უფროსი.

9. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის:

ა) რექტორი, რექტორის მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციის უფროსი;

გ) კოლეჯის მეთაური;

დ) ბატალიონის მეთაური;

ე) სერჟანტი.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 ნოემბრის  დადგენილება №495 - ვებგვერდი, 15.11.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №207 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.

მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

3. იურიდიული დეპარტამენტის მოსამსახურეები.

4. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

5. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

6. ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

7. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

8. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

9. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

10. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

11. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

12. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

13. საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

14. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები.

15. ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

16. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

17. კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

18. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

19. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

20. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

21. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

22. ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

23. მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

24. ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები.

25. სამინისტროს მმართველობის სფეროში  შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების– საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები.

26. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეები.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14  აპრილის დადგენილება №297  – ვებგვერდი, 16.04.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25  დეკემბრის დადგენილება №698 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №408 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება №164 - ვებგვერდი, 05.04.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №454 - ვებგვერდი, 30.09.2016წ.

მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, გენერალური ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს მრჩეველი.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში:

ა) აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი;

ა​1) აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ბ) აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ბ​1) აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების ჯგუფის უფროსი;

გ) აღსრულების პოლიციელი.

5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის სისტემაში:

ა) საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;

გ) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე;

დ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი;

ე) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების უფროსი;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;

კ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორი;

ლ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორის მოადგილე;

მ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე;

ნ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;

ო) რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;

პ) რაიონული პროკურატურის პროკურორი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის  დადგენილება №687  – ვებგვერდი, 22.12.2014წ.

მუხლი 4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.

3. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი.

4. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი დეპარტამენტის უფროსი.

5. სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში:

ა) ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, განყოფილების უფროსი;

ბ) პენიტენციურ დეპარტამენტში:

ბ.ა) პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე;

ბ.ბ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შტაბის (სამმართველო) უფროსი, შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე, მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;

ბ.გ) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ბადრაგირების სამმართველოს ოცეულის მეთაური, ინსპექტორი, ინსპექტორი (გუშაგი), გარე დაცვის სამმართველოს ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთაური, სპეციალური დაცვის განყოფილების მებრძოლი;

ბ.დ) სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მებრძოლი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;

გ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი, კრიზისების მართვის განყოფილების უფროსი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31  ივლისის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 03.08.2015წ.

მუხლი 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.

4. საგამოძიებო სამსახურის:

ა) უფროსის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები, ადმინისტრაციის უფროსი, მთავარი სამმართველოს და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უფროსი მზვერავი, მზვერავი;

გ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი.

მუხლი 6. საქართველოს დაზვერვის სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი.

2. სამსახურის დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი, სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე.

3. სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი, სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

4. სამსახურის სამმართველოს უფროსი, სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

5. სამსახურის ინსტრუქტორ-კონსულტანტი, სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკოსი.

6. სამსახურის განყოფილების უფროსი, სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე.

7. სამსახურის დაზვერვის ოფიცერი, სამსახურის სპეციალისტი.

8 სამსახურის დაცვის ოფიცერი, სამსახურის დაცვის თანამშრომელი.

9. სამსახურის ოპერატიული მორიგე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მაისის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 06.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7  სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 10.09.2015წ.

მუხლი 6​1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

4. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

5. ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

6. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

7. კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

8. ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

9. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

10.სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

11. (ამოღებულია - 29.03.2017, №163).

12. ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

13. კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

14. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

14​1. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები.

15. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები.

16. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეები.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №408 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29  მარტის  დადგენილება №163 - ვებგვერდი, 30.03.2017წ.

მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის კონსულტანტი, სამსახურის უფროსის თანაშემწე, მთავარი სპეციალისტი.

2.  სამსახურის ადმინისტრაციის  (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

3. პირადი დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

5.  ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეები.

6. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

7. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

8. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

9. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

10. კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

11. ესკორტირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

12.  სამედიცინო მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

15. მოსამსახურეები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურს გადიან სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებში.

მუხლი 8. სასამართლოს სისტემაში:

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემაში:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

2. საერთო სასამართლოების სისტემაში:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;

დ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

ე) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

3. სასამართლოს მანდატურები.

მუხლი 9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

2. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს:

ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) ინსპექტირების სამსახურის თანამშრომელი;

გ) ტერიტორიული ადმინისტრაციის დირექტორი;

დ) ტერიტორიული ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) ტერიტორიული ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი.

3. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის:

ა) უფროსი და უფროსის მოადგილე;

ბ) ტერიტორიული ორგანოს უფროსი;

გ) ცენტრალური აპარატის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის და ტერიტორიული ორგანოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების საჯარო მოსამსახურეები.

4. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს:

ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;

ბ) შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) ტყითსარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

დ) ტერიტორიული ორგანოს სატყეო სამსახურის უფროსი, უფროსი მეტყევე, სატყეო უბნის უფროსი, ტყის მცველი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის დადგენილება №301 – ვებგვერდი, 29.06.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №476 – ვებგვერდი, 21.10.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის  დადგენილება №175 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

მუხლი 10. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

მუხლი 11. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ პირებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

მუხლი 12. სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს.

მუხლი 14. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს.

მუხლი 15. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“, №242, 18.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.017862 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2285129-15/