საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულება, თანდართული რედაქციით. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის №154 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულება
|
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ცენტრი არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 სექტემბრის №779 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სამართალმემკვიდრე.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ფუნქციები
1. ცენტრის მიზნებია:
ა) საქართველოში დანაშაულის პრევენცია;
[ა) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენცია;
(ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან].
ბ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია;
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია;
(
ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან
გ) მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ცენტრის ფუნქციებია: ა) დანაშაულის პირველად პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა; ბ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა;
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა;
(
ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან
)].
გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია;
[გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია;
(ამოქმედდეს
ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან
)].
დ) განრიდების პროგრამის მართვა და განვითარება; ე) მედიაციის, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტის, ინსტიტუციონალური განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და ინოვაციური პროექტების განხორციელება. 3. ცენტრს თავისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლია დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
მუხლი 3. ცენტრის ხელმძღვანელობა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
3. დირექტორის მოადგილე დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებს მისთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
4. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
5. დირექტორისა და მისი მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.
მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ცენტრს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე, იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;
ე) ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
კ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ლ) განსაზღვრავს თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოსა და მის კატეგორიებს;
მ) ამტკიცებს ცენტრის ბეჭდებისა და შტამპების ფორმას;
ნ) ცენტრში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის სტაჟიორებს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სამინისტროს მიერ დადებული საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში გასაფორმებელ მიღება-ჩაბარების აქტებს;
პ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა
ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) ეკონომიკური სამმართველო;
გ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველო;
დ) დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო;
ე) განრიდებისა და მედიაციის სამმართველო;
ვ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველო;
ზ) კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველო.
[
მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა
ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო;
გ) განრიდებისა და მედიაციის სამმართველო.
(
ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან
)].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
[მუხლი 5
1
. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო
ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ცენტრის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას; თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, კონკურსთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
დ) შინაგანაწესის შემუშავებასა და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ე) ცენტრში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციასა და დროულად მიწოდებას ცენტრის ხელმძღვანელობისთვის; დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციას;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ცენტრის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების გაშუქებას, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას;
ზ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას; ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტის, ასევე ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში;
თ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას; სალაროს მუშაობაზე კონტროლს; სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისად; თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვასა და გაცემას;
ი) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას;
კ) ცენტრის კომუნალური და სხვა მომსახურებით, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზებას; ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, დაცვასა და სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;
ლ) ორგანიზაციული სახის სხვა საქმიანობას.
(
ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან
)].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
[მუხლი 5
2
. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაციას და არსებული სერვისების შესახებ მათ ინფორმირებას, ცენტრისადმი მომართვიანობის გაზრდას, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების გზით;
ბ) არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების მომართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილებას, მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზს, ბენეფიციარების შეფასებას, მათი საჭიროებების გამოკვეთას, ბენეფიციარების და/ან მათი ოჯახის წევრებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებასა და პროცესის მონიტორინგს;
გ) არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობას.
დ) სატრენინგო მოდულების შექმნას, ტრენინგ-სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ე) პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
ვ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას;
ზ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით, 14 წლიდან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებას და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას; სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, არაფორმალური განათლებისა და მოხალისეობის მიმართულებით; მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციასა და დანერგვას;
თ) პირველი დონის პრევენციის აქტივობებში ცენტრის სხვა ბენეფიციარების, მათ შორის, არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრების, ჩართულობის უზრუნველყოფას;
ი) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მიმართული საქმიანობების პოპულარიზაციას და მათში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას; შესაბამის საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებას;
კ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გაზრდას;
ლ) მეორე დონის პრევენციის პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
მ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან სამუშაოდ რეგიონული რესურსცენტრების შექმნასა და ფუნქციონირებას; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას; სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობას.
ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან
)].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
მუხლი 6. ადმინისტრაციული სამმართველო
ადმინისტრაციული სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ცენტრის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, კონკურსთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
დ) თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას და წარმოებას;
ე) შინაგანაწესის შემუშავებას და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ვ) დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციას;
ზ) ცენტრში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და დროულად მიწოდებას ცენტრის ხელმძღვანელობისთვის;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ი) ცენტრის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების გაშუქებას, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას;
კ) სხვა, ორგანიზაციულ საქმიანობას.
[მუხლი 6. (ამოღებულია - 27.03.19 №390)].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
მუხლი 7. ეკონომიკური სამმართველო
ეკონომიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;
ბ) თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;
გ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას;
დ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, ინვენტარიზაციის შედეგების დროულ განსაზღვრას და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას;
ე) სალაროს მუშაობაზე კონტროლს;
ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას;
ზ) ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტის, ასევე ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში;
თ) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას;
კ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზებას;
ლ) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას;
მ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;
ნ) ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას.
[მუხლი 7. (ამოღებულია - 27.03.19 №390)].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
მუხლი 8. დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველო
დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით, 14 წლიდან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებას და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას;
ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, არაფორმალური განათლებისა და მოხალისეობის მიმართულებით;
გ) პირველი დონის პრევენციის აქტივობებში ცენტრის სხვა ბენეფიციარების, მათ შორის, ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრების, ჩართულობის უზრუნველყოფას;
დ) მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციასა და დანერგვას;
ე) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მიმართული საქმიანობების პოპულარიზაციას და მათში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას;
ვ) შესაბამის საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებას;
ზ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გაზრდას.
[მუხლი 8. (ამოღებულია - 27.03.19 №390)].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
მუხლი 9. დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო
დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) მეორე დონის პრევენციის პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს მიკუთვნებულ არასრულწლოვანთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას;
გ) რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების საჭიროებების კვლევას;
დ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვანის ოჯახის წევრებთან მუშაობას;
ე) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სპეციალისტების პროფესიონალიზმის ამაღლებას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით;
ვ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან სამუშაოდ რეგიონული რესურსცენტრების შექმნასა და ფუნქციონირებას;
ზ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას.
[მუხლი 9. (ამოღებულია - 27.03.19 №390)].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
მუხლი 10. განრიდებისა და მედიაციის სამმართველო
განრიდებისა და მედიაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მართვასა და კოორდინირებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას;
გ) პროგრამასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზისა და მექანიზმების დასახვეწად რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) განრიდებისა და მედიაციის პროგრამის, აგრეთვე, ზოგადად, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების პოპულარიზაციასა და დანერგვას;
ე) მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოებასა და შესაბამისი მეთოდების დანერგვა/პოპულარიზაციას;
ვ) მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ზ) მედიაციის სახლის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებას;
თ) განრიდებისა და მედიაციის სფეროში უწყებათაშორის კოორდინაციას.
მუხლი 11. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველო
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაციას და არსებული სერვისების შესახებ მათ ინფორმირებას, ცენტრისადმი მომართვიანობის გაზრდას, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების გზით;
ბ) ყოფილი პატიმრების მომართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილებას, მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზს, ბენეფიციარების შეფასებას, მათი საჭიროებების გამოკვეთასა და პროცესის მონიტორინგს;
გ) ბენეფიციარების და/ან მათი ოჯახის წევრებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებას;
დ) სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობას;
ე) პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა/განვითარებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
ვ) სატრენინგო მოდულების შექმნას, ტრენინგ-სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას;
თ) ცენტრის სხვა ჯგუფს მიკუთვნებული ბენეფიციარებისთვის მომსახურების გაწევას;
ი) ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობას.
[მუხლი 11. (ამოღებულია - 27.03.19 №390)].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
მუხლი 12. კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველო
კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ქვეყანაში არსებული სერვისების მოკვლევას და ანალიზს;
ბ) სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავებასა და მის მუდმივ განახლებას;
გ) ყოფილი პატიმრების საჭიროებების კვლევას და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარებას;
დ) განრიდებულთა საჭიროებების კვლევას და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარებას;
ე) რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების საჭიროებების კვლევას და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარებას;
ვ) შიდა სერვისების კომპონენტის განვითარებას;
ზ) სერვისების ერთიანი სტანდარტის შემუშავებას, დანერგვასა და მონიტორინგს;
თ) პროფესიონალების ახალი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვას მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით;
ი) ცენტრის პარტნიორთა ქსელის შექმნას და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობას;
კ) სამინისტროს მიერ დაფინანსებული და ცენტრის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო პროექტების მენეჯმენტს;
ლ) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებას.
[მუხლი 12. (ამოღებულია - 27.03.19 №390)].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
მუხლი 121. ამოღებულია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
მუხლი 13. ცენტრის ქონება
1. ცენტრს ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 14. ცენტრის ფინანსები
ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 15. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობს ცენტრის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, აჩერებს ან აუქმებს მის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას.
2. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
3. ცენტრმა, მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აგრეთვე აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 16. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №16
2014 წლის 25 მარტი ქ. თბილისი| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულება, თანდართული რედაქციით. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის №154 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი + საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულებაა) საქართველოში დანაშაულის პრევენცია; |
[ა) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენცია; (ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან)].
[ა) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენცია; (ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან].
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია; (ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან)].
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ცენტრის ფუნქციებია:
ა) დანაშაულის პირველად პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა;
ბ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა;
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა; (ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან)].
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
[გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია; (ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან)].
[გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია; (ამოქმედდეს ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
ე) მედიაციის, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტის, ინსტიტუციონალური განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და ინოვაციური პროექტების განხორციელება.
3. ცენტრს თავისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლია დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 13.07.2015წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
[ მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა
ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო;გ) განრიდებისა და მედიაციის სამმართველო. (ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან)].
გ) განრიდებისა და მედიაციის სამმართველო. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
[მუხლი 51 . ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო
ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) ცენტრის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას; თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, კონკურსთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას; დ) შინაგანაწესის შემუშავებასა და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს; ე) ცენტრში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციასა და დროულად მიწოდებას ცენტრის ხელმძღვანელობისთვის; დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციას; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ცენტრის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების გაშუქებას, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას; ზ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას; ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტის, ასევე ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში; თ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას; სალაროს მუშაობაზე კონტროლს; სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისად; თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვასა და გაცემას; ი) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას; კ) ცენტრის კომუნალური და სხვა მომსახურებით, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზებას; ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, დაცვასა და სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;ლ) ორგანიზაციული სახის სხვა საქმიანობას. (ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან)].
ლ) ორგანიზაციული სახის სხვა საქმიანობას. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
[მუხლი 52 . არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაციას და არსებული სერვისების შესახებ მათ ინფორმირებას, ცენტრისადმი მომართვიანობის გაზრდას, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების გზით; ბ) არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების მომართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილებას, მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზს, ბენეფიციარების შეფასებას, მათი საჭიროებების გამოკვეთას, ბენეფიციარების და/ან მათი ოჯახის წევრებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებასა და პროცესის მონიტორინგს; გ) არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობას. დ) სატრენინგო მოდულების შექმნას, ტრენინგ-სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებას; ე) პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას; ვ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას; ზ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით, 14 წლიდან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებას და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას; სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, არაფორმალური განათლებისა და მოხალისეობის მიმართულებით; მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციასა და დანერგვას; თ) პირველი დონის პრევენციის აქტივობებში ცენტრის სხვა ბენეფიციარების, მათ შორის, არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრების, ჩართულობის უზრუნველყოფას; ი) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მიმართული საქმიანობების პოპულარიზაციას და მათში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას; შესაბამის საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებას; კ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გაზრდას; ლ) მეორე დონის პრევენციის პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;მ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან სამუშაოდ რეგიონული რესურსცენტრების შექმნასა და ფუნქციონირებას; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას; სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობას. (ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან)].
მ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან სამუშაოდ რეგიონული რესურსცენტრების შექმნასა და ფუნქციონირებას; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას; სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
მუხლი 121. ამოღებულია🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 13.07.2015წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ. მუხლი 13. ცენტრის ქონება 1. ცენტრს ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. მუხლი 14. ცენტრის ფინანსები ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 15. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობს ცენტრის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, აჩერებს ან აუქმებს მის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას. 2. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს. 3. ცენტრმა, მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აგრეთვე აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 16. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №16
2014 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულება, თანდართული რედაქციით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის №154 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ცენტრი არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 სექტემბრის №779 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სამართალმემკვიდრე.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ფუნქციები
1. ცენტრის მიზნებია:
ა) საქართველოში დანაშაულის პრევენცია;
[ა) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენცია; (ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან].
[ა) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენცია; (ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან].
ბ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია;
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია; ( ამოქმედდეს 2019 წლის 10ივნისიდან
გ) მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ცენტრის ფუნქციებია:
ა) დანაშაულის პირველად პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა;
ბ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა;
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
[ბ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა; ( ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია;
[გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია; (ამოქმედდეს ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
[გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია; (ამოქმედდეს ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
დ) განრიდების პროგრამის მართვა და განვითარება;
ე) მედიაციის, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტის, ინსტიტუციონალური განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და ინოვაციური პროექტების განხორციელება.
3. ცენტრს თავისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლია დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
მუხლი 3. ცენტრის ხელმძღვანელობა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
3. დირექტორის მოადგილე დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებს მისთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
4. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
5. დირექტორისა და მისი მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.
მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ცენტრს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე, იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;
ე) ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
კ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ლ) განსაზღვრავს თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოსა და მის კატეგორიებს;
მ) ამტკიცებს ცენტრის ბეჭდებისა და შტამპების ფორმას;
ნ) ცენტრში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის სტაჟიორებს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სამინისტროს მიერ დადებული საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში გასაფორმებელ მიღება-ჩაბარების აქტებს;
პ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა
ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) ეკონომიკური სამმართველო;
გ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველო;
დ) დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო;
ე) განრიდებისა და მედიაციის სამმართველო;
ვ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველო;
ზ) კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველო.
[ მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა
ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო;
გ) განრიდებისა და მედიაციის სამმართველო. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
გ) განრიდებისა და მედიაციის სამმართველო. ( ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
[მუხლი 51 . ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო
ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ცენტრის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას; თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, კონკურსთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
დ) შინაგანაწესის შემუშავებასა და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ე) ცენტრში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციასა და დროულად მიწოდებას ცენტრის ხელმძღვანელობისთვის; დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციას;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ცენტრის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების გაშუქებას, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას;
ზ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას; ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტის, ასევე ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში;
თ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას; სალაროს მუშაობაზე კონტროლს; სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისად; თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვასა და გაცემას;
ი) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას;
კ) ცენტრის კომუნალური და სხვა მომსახურებით, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზებას; ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, დაცვასა და სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;
ლ) ორგანიზაციული სახის სხვა საქმიანობას. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
ლ) ორგანიზაციული სახის სხვა საქმიანობას. ( ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
[მუხლი 52 . არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაციას და არსებული სერვისების შესახებ მათ ინფორმირებას, ცენტრისადმი მომართვიანობის გაზრდას, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების გზით;
ბ) არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების მომართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილებას, მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზს, ბენეფიციარების შეფასებას, მათი საჭიროებების გამოკვეთას, ბენეფიციარების და/ან მათი ოჯახის წევრებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებასა და პროცესის მონიტორინგს;
გ) არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობას.
დ) სატრენინგო მოდულების შექმნას, ტრენინგ-სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ე) პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
ვ) არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას;
ზ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით, 14 წლიდან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებას და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას; სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, არაფორმალური განათლებისა და მოხალისეობის მიმართულებით; მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციასა და დანერგვას;
თ) პირველი დონის პრევენციის აქტივობებში ცენტრის სხვა ბენეფიციარების, მათ შორის, არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრების, ჩართულობის უზრუნველყოფას;
ი) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მიმართული საქმიანობების პოპულარიზაციას და მათში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას; შესაბამის საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებას;
კ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გაზრდას;
ლ) მეორე დონის პრევენციის პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
მ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან სამუშაოდ რეგიონული რესურსცენტრების შექმნასა და ფუნქციონირებას; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას; სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამოქმედდეს 2019 წლის 1ივნისიდან )].
მ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან სამუშაოდ რეგიონული რესურსცენტრების შექმნასა და ფუნქციონირებას; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას; სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
მუხლი 6. ადმინისტრაციული სამმართველო
ადმინისტრაციული სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ცენტრის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, კონკურსთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
დ) თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას და წარმოებას;
ე) შინაგანაწესის შემუშავებას და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ვ) დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციას;
ზ) ცენტრში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და დროულად მიწოდებას ცენტრის ხელმძღვანელობისთვის;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ი) ცენტრის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების გაშუქებას, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას;
კ) სხვა, ორგანიზაციულ საქმიანობას.
[მუხლი 6. (ამოღებულია - 27.03.19 №390) ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
მუხლი 7. ეკონომიკური სამმართველო
ეკონომიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;
ბ) თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;
გ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას;
დ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, ინვენტარიზაციის შედეგების დროულ განსაზღვრას და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას;
ე) სალაროს მუშაობაზე კონტროლს;
ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას;
ზ) ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტის, ასევე ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში;
თ) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას;
კ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზებას;
ლ) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას;
მ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;
ნ) ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას.
[მუხლი 7. (ამოღებულია - 27.03.19 №390) ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
მუხლი 8. დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველო
დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით, 14 წლიდან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებას და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას;
ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, არაფორმალური განათლებისა და მოხალისეობის მიმართულებით;
გ) პირველი დონის პრევენციის აქტივობებში ცენტრის სხვა ბენეფიციარების, მათ შორის, ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრების, ჩართულობის უზრუნველყოფას;
დ) მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციასა და დანერგვას;
ე) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მიმართული საქმიანობების პოპულარიზაციას და მათში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას;
ვ) შესაბამის საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებას;
ზ) დანაშაულის პირველი დონის პრევენციაზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გაზრდას.
[მუხლი 8. (ამოღებულია - 27.03.19 №390) ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
მუხლი 9. დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო
დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) მეორე დონის პრევენციის პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს მიკუთვნებულ არასრულწლოვანთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას;
გ) რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების საჭიროებების კვლევას;
დ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვანის ოჯახის წევრებთან მუშაობას;
ე) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სპეციალისტების პროფესიონალიზმის ამაღლებას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით;
ვ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან სამუშაოდ რეგიონული რესურსცენტრების შექმნასა და ფუნქციონირებას;
ზ) რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას.
[მუხლი 9. (ამოღებულია - 27.03.19 №390) ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
მუხლი 10. განრიდებისა და მედიაციის სამმართველო
განრიდებისა და მედიაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მართვასა და კოორდინირებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას;
გ) პროგრამასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზისა და მექანიზმების დასახვეწად რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) განრიდებისა და მედიაციის პროგრამის, აგრეთვე, ზოგადად, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების პოპულარიზაციასა და დანერგვას;
ე) მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოებასა და შესაბამისი მეთოდების დანერგვა/პოპულარიზაციას;
ვ) მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ზ) მედიაციის სახლის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებას;
თ) განრიდებისა და მედიაციის სფეროში უწყებათაშორის კოორდინაციას.
მუხლი 11. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველო
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაციას და არსებული სერვისების შესახებ მათ ინფორმირებას, ცენტრისადმი მომართვიანობის გაზრდას, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეგულარული ვიზიტების განხორციელების გზით;
ბ) ყოფილი პატიმრების მომართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილებას, მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზს, ბენეფიციარების შეფასებას, მათი საჭიროებების გამოკვეთასა და პროცესის მონიტორინგს;
გ) ბენეფიციარების და/ან მათი ოჯახის წევრებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებას;
დ) სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობას;
ე) პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა/განვითარებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
ვ) სატრენინგო მოდულების შექმნას, ტრენინგ-სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას;
თ) ცენტრის სხვა ჯგუფს მიკუთვნებული ბენეფიციარებისთვის მომსახურების გაწევას;
ი) ყოფილი პატიმრების დასაქმების მიზნით, სოციალური საწარმოების შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობას.
[მუხლი 11. (ამოღებულია - 27.03.19 №390) ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
მუხლი 12. კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველო
კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ქვეყანაში არსებული სერვისების მოკვლევას და ანალიზს;
ბ) სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავებასა და მის მუდმივ განახლებას;
გ) ყოფილი პატიმრების საჭიროებების კვლევას და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარებას;
დ) განრიდებულთა საჭიროებების კვლევას და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარებას;
ე) რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების საჭიროებების კვლევას და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარებას;
ვ) შიდა სერვისების კომპონენტის განვითარებას;
ზ) სერვისების ერთიანი სტანდარტის შემუშავებას, დანერგვასა და მონიტორინგს;
თ) პროფესიონალების ახალი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვას მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით;
ი) ცენტრის პარტნიორთა ქსელის შექმნას და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობას;
კ) სამინისტროს მიერ დაფინანსებული და ცენტრის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო პროექტების მენეჯმენტს;
ლ) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებას.
[მუხლი 12. (ამოღებულია - 27.03.19 №390) ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან )].
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №402 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №412 -ვებგვერდი, 30.05.2019წ.
მუხლი 121. ამოღებულია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
მუხლი 13. ცენტრის ქონება
1. ცენტრს ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 14. ცენტრის ფინანსები
ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 15. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობს ცენტრის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, აჩერებს ან აუქმებს მის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას.
2. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
3. ცენტრმა, მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აგრეთვე აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 16. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“, №16, 25.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016522 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2292225-4/