სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-27/ნ |
|
2014 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი |
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 107 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
ბრძანება №01-27/ნ
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 107 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები“.2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო |
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 107 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
+
სრულწლოვან პირთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ეს წესი განსაზღვრავს სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების პროცედურას, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე, მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ახორციელებს: ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული სრულწლოვანის შესაძლო მზრუნველის გამოვლენას და მათ შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; ბ) სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად გაყვანილი სრულწლოვანის მდგომარეობის მონიტორინგს და მათ შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. სოციალური მუშაკი: ა) ახორციელებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული სრულწლოვანის შესაძლო მზრუნველის და სოციალური გარემოს შეფასებას; ბ) შეიმუშავებს სრულწლოვანის სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად გაყვანისათვის სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნას წარუდგენს რეგიონულ საბჭოს; გ) აწარმოებს შემთხვევის მართვას და დოკუმენტირებას. 5. რეგიონული საბჭო: ა) განიხილავს სრულწლოვანის სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად გაყვანის საკითხს, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე და იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის გათვალისწინებით; ბ) იღებს გადაწყვეტილებას მზრუნველისათვის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის შესახებ. თავი II. სრულწლოვანისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობები მუხლი 4. სრულწლოვანისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობები 1. სრულწლოვანი ვალდებულია: ა) ხელი შეუწყოს მზრუნველს, რათა მიიღოს ამ წესით დადგენილი მომსახურება; ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. სრულწლოვანი უფლებამოსილია დამატებით მიიღოს არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მზრუნველი ვალდებულია: ა) გაიყვანოს სრულწლოვანი სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწიოს მას სათანადო მზრუნველობა; ბ) უზრუნველყოს სრულწლოვანის 24 საათიანი მოვლა; გ) უზრუნველყოს სრულწლოვანისთვის საკვების მომზადება და ჰიგიენა; დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სრულწლოვანისთვის მედიკამენტების მიღების შეხსენება და დაეხმაროს მას ექიმის დანიშნულების შესრულებაში; ე) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სრულწლოვანის ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში ან შესაბამის სარეაბილიტაციო ცენტრში; ვ) შეუქმნას სრულწლოვანს სუფთა და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო; ზ) შეუქმნას სრულწლოვანს ოჯახური გარემო; თ) ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკთან; ი) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს სრულწლოვანისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ; კ) ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს სააგენტოს სრულწლოვანის ცხოვრებაში მომხდარი/მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, როგორიცაა: კ.ა) საცხოვრებელი ადგილის ან საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლა; კ.ბ) ცვლილებები ოჯახის შემადგენლობაში; კ.გ) მატერიალური მდგომარეობის გაუარესება; კ.დ) შშმ სტატუსის გაუქმება. 4. მზრუნველი უფლებამოსილია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ მიიღოს ანაზღაურება;ბ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ე) იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.
4. სააგენტოში მზრუნველად დარეგისტრირება ხორციელდება ერთი წლის ვადით. 5. მზრუნველის განაცხადის ფორმას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 6. გადაწყვეტილება ანაზღაურების დანიშვნის თაობაზე 1. სპეციალიზებულ დაწესებულებიდან სრულწლოვანის მზრუნველთან განთავსება შესაძლებელია ამ დაწესებულებაში მისი ჩარიცხვიდან 3 წლის შემდეგ. სრულწლოვანის მზრუნველთან განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.2. რეგიონული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტოსა და მზრუნველს შორის ფორმდება ხელშეკრულება სრულწლოვანის ოჯახურ გარემოში განთავსების შესახებ (შემდგომში - ხელშეკრულება) გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ერთი წლის ვადით.
2. სრულწლოვანის ოჯახში განთავსების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ კვირაში ერთხელ, სოციალური მუშაკი აწარმოებს ოჯახში ვიზიტს წინასწარ შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე, სრულწლოვანის მდგომარეობის შეფასებისა და ოჯახის საჭიროებების დადგენის მიზნით. მომდევნო თვეებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია განახორციელოს ვიზიტი მინიმუმ თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, თვეში ერთზე მეტი ვიზიტი ოჯახში.
3. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს სრულწლოვანის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევაში, მისი ოჯახურ გარემოში განთავსების შესაძლებლობას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2020.
- როდის იქნა მიღებული „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“?
- „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 29.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-27/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016258.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“, №01-27/ნ, 29.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016258 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2310467/