(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ნატურალიზაციის ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას) -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/3/1601 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.
2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა/გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/3/1601 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.
თავი Vგარდამავალი და დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.07.2018 ორგანული კანონი №3260
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებაგასაჩივრება1. 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ნატურალიზაციის ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას) -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/3/1601 – ვებგვერდი, 11.03.2025წ. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა/გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/3/1601 – ვებგვერდი, 11.03.2025წ. თავი VVგარდამავალი გარდამავალი და დასკვნითი დებულებანიდებულება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-226(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
მოცემულ სასამართლო დავაში მხარე არ ასაჩივრებს პრეზიდენტის ბრძანებულებას, თუმცა „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.
- საქმე №ბს-867(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ავალდებულებს სააგენტოს გამოსცეს დადებითი დასკვნები და გადაუგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს განსახილველ საკითხზე უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.
- საქმე №ბს-976(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
საკასაციო შესაგებლის ავტორის განმარტებით, მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ერთპიროვნულად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო პრეზიდენტის მიერ განსახილველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 29.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
- საქმე №ბს-1131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
საკასაციო შესაგებლის ავტორის განმარტებით, მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ერთპიროვნულად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო პრეზიდენტის მიერ განსახილველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
- საქმე №ბს-773(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2024
მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, რომელშიც ირიბად ერევა სასამართლო და უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ავალდებულებს სააგენტოს გამოსცეს დადებითი დასკვნები და გადაუგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს განსახილველ საკითხზე უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.
- საქმე №ბს-319(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
- საქმე №ბს-1219(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2024
- საქმე №ბს-521(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №ბს-1494(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2023
- საქმე №ბს-746(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
- საქმე №ბს-142-141(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.12.2012
- საქმე №330310016001401950 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება