1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.
2. განმცხადებელთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება.
5. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.07.2018 ორგანული კანონი №3260
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოსკომისიის პრეზიდენტისდადგენილებით ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით. 2. განმცხადებელთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. 4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. 5. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-252(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
…საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4). „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ…
- საქმე №ბს-638(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
…საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4). „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ…
- საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N1 დადგენილების თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება, რომლითაც განისაზღვრა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომში − კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესი.
- საქმე №ბს-746(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3, მე-11, მე-19, 21-ე, 211-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 28-ე და 29-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო…
- საქმე №160310016001237428 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2018
ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ…
- საქმე №330310018002645380 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება