1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი.
21. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.07.2018 ორგანული კანონი №3260
- 20.03.2015 ორგანული კანონი №3400
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი. 21. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, ან მიმართავს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს.დაწესებულებას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-124(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2026
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9, მე-17, 22-ე და 24-ე მუხლებზე, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლზე მითითებით კასატორმა განმარტა, რომ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ს.შ-ის (დაბ.:.........წ.
- საქმე №ბს-254(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2026
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ზოგადი პროცედურის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს…
- საქმე №ბს-1227(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
…საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4). „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი…
- საქმე №ბს-808(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
…საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. 5.3. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან…
- საქმე №ბს-863(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ზოგადი პროცედურის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს…
- საქმე №ბს-807(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2025
- საქმე №ბს-835(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
- საქმე №ბს-838(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ბს-486(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ბს-263(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
- საქმე №ბს-1370(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2025
- საქმე №ბს-976(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-1131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-95(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
- საქმე №ბს-758(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ბს-773(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ბს-521(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №330310016001367549 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330310015001085085 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330310018002645380 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №330310016001401950 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება