1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება.
2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ:
ა) მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება;
ბ) იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს.
3. საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას;
ბ) მისი ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 30.04.2014).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1227(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-10, 211, 22-ე, 24-ე, ასევე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ‘‘ დებულების მე-17, მე-18, მე-20, 21-ე, მე-40 მუხლებზე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინა რიგი საკითხები, თუმცა გამოკვლევისა…
- საქმე №ბ-943-4(ა-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2022
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში დამატებით მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება;
- საქმე №ბს-356(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება;
- საქმე №330310018002583790 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
2018 წლის 18 ივნისს ს---------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ ’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება