1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომ − კომისია) ნორმატიული აქტით − კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.07.2018 ორგანული კანონი №3260
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება საქართველოსმოქალაქეობის პრეზიდენტისსაკითხთა ბრძანებულებითკომისიის (შემდგომ − კომისია) ნორმატიული აქტით − კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-226(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის თანახმად, (1) კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად;
- საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N1 დადგენილების თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა მოქალაქეობის საკითხთა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება