1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში;
ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.
11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებითა და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2. (ამოღებულია - 20.03.2015, №3400).
21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება მხარდაჭერის მიმღებისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3627 – ვებგვერდი, 21.11.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №881 – ვებგვერდი, 07.07.2025წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 ორგანული კანონი №881
- 01.11.2023 ორგანული კანონი №3627
- 21.07.2018 ორგანული კანონი №3260
- 20.03.2015 ორგანული კანონი №3400
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. 11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებითა და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 2. (ამოღებულია - 20.03.2015, №3400). 21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება მხარდაჭერის მიმღებისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილისლტოლვილისთვის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-226(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის თანახმად, (1) კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად;
- საქმე №330310015001085085 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2018
პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება