1. არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
2. 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით.
3. მხარდაჭერის მიმღების (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის – თუ იგი მხარდაჭერის მიმღებია) მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.07.2018 ორგანული კანონი №3260
- 20.03.2015 ორგანული კანონი №3400
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა 1. არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი მშობლისმშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 2. 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. 3. მხარდაჭერის მიმღების (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის – თუ იგი მხარდაჭერის მიმღებია) მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-142-141(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.12.2012
…„გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა ( კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილებულ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს,…
- საქმე №3გ-ად-170-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.09.2002
კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის “მოქალაქეობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლი ადგენს: “აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება