1. საქართველოს მოქალაქის უცხოელზე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე დაქორწინება ან მასთან განქორწინება არ იწვევს მეუღლეთა მოქალაქეობის შეცვლას.
2. ერთ-ერთი მეუღლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს მეორე მეუღლის მოქალაქეობის შეცვლას.
3. მეუღლეთა განქორწინება არ იწვევს მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას.
4. ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს მისი/მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას.
5. სხვა ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მქონე არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანა არ იწვევს არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლას.
6. საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლების გარეთ ცხოვრება არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 30.04.2014).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-858(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
…როგორც პირის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას. ამავე ორგანული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური,…
- საქმე №3გ-ად-485-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2003
…იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შამქორის რაიონი,... რასაც ასევე ადასტურებდა საცხოვრებელი ადგილის შესახებ აზერბაიჯანის საინფორმაციო ბიუროს მიერ 1999წ. 22 მარტს გაცემული ცნობა. “მოქალაქეობის შესახებ” აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1998წ. კანონის მე-5 მუხლის თანახმად აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ხდებოდა ამ კანონის ამოქმედებამდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩაწერილი პირი.
- საქმე №3გ-ად-170-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.09.2002
აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახური კი თავისთავად ადასტურებს აღნიშნული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებისა და რეგისტრაციის ფაქტს, რაც «აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ მიჩნევის საფუძველს.
- საქმე №3გ-ად-9-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2002
…რომ რ. გ-ოვი 1991-99წ.წ. მსახურობდა რა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონის შსს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე, მუდმივად ცხოვრობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. «აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ» 30.09.98წ. კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით კანონის ძალაში შესვლის დღისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ მიჩნევის საფუძველს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება