საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:
ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 30.04.2014).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-858(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
ამავე ორგანული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები, მე-10 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ერთ-ერთი საფუძველია დაბადება, ხოლო 30-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
- საქმე №ბს-739-714(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2010
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლები განისაზღვრებოდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლით, საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები და მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები კი ამავე კანონის 26-ე-261-ე მუხლებით.
- საქმე №3გ-ად-170-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.09.2002
…მოსარჩელე რ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კასატორი აღნიშნავს, რომ 2002 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და უნდა იქნეს გამოტანილი ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: 1. “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე უდავოდ უნდა იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ კასატორს დაბადებით აქვს მოპოვებული საქართველოს მოქალაქეობა.
- საქმე №330310018002645380 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.01.2019
…ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებით.
- საქმე №330310018002505963 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეზე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ბ-----------------------–ი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება