2. საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
3. საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და სხვა ნორმატიული აქტები, მისი ტერიტორიული მთლიანობა და იყვნენ საქართველოს ინტერესების ერთგული.
4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ფარგლების გარეთ იცავს საქართველ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 30.04.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობამდგომარეობა1. 1. საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა. 2. საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. 3. საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და სხვა ნორმატიული აქტები, მისი ტერიტორიული მთლიანობა და იყვნენ საქართველოს ინტერესების ერთგული. 4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ფარგლების გარეთ იცავს საქართველო.საქართველ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1284(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2021
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-4, მე-9, მე-19, 21-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მართალია, ეროვნული კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევდა მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობას, კანონში…
- საქმე №010310017002159043 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2018
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესის თანახმად, სანამ ფ--------- მ----- ქ. №1---–- არ აშენდებოდა ახალი საცხოვრებელი სახლი, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება გაეუქმებინა მისი პირადობის მოწმობა, რადგანაც მისი მისამართი არ შეცვლილა.
- საქმე №010310017002159043 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.03.2018
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესის თანახმად, სანამ ფა-----აზ მ---ის ქ. №1---ში არ აშენდებოდა ახალი საცხოვრებელი სახლი, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, გაეუქმებინა მისი პირადობის მოწმობა, რადგანაც მისი მისამართი არ შეცვლილა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება