1. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:
ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის:
ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი;
ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;
ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა;
გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ენა;
ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელების ფაქტის დადასტურების მიზნით საქმის განმხილველი ორგანო გამოითხოვს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსგან.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3627 – ვებგვერდი, 21.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 01.11.2023 ორგანული კანონი №3627
- 21.07.2018 ორგანული კანონი №3260
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება 1. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნამოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისათვისპირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკურიმყარი ნაკლი,ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნას.მოთხოვნებს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელების ფაქტის დადასტურების მიზნით საქმის განმხილველი ორგანო გამოითხოვს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსგან.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(46)
- საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
- საქმე №ბს-296(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ ’ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის…
- საქმე №ბს-119(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2026
ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ორგანული კანონის 211 მუხლი ადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობას საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობის მიღების შემთხვევაში.
- საქმე №ბს-226(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის თანახმად, (1) კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად;
- საქმე №ბს-124(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2026
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9, მე-17, 22-ე და 24-ე მუხლებზე, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების…
- საქმე №ბს-254(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2026
- საქმე №ბს-7(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
- საქმე №ბს-1227(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ბს-1314(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
- საქმე №ბს-936(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2026
- საქმე №ბს-667(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2025
- საქმე №ბს-808(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
- საქმე №ბს-1350(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №ბს-863(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №ბს-759(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ბს-807(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2025
- საქმე №ბს-649(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-867(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-838(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ბს-678(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ბს-486(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ბს-145(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
- საქმე №ბს-263(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
- საქმე №ბს-1370(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2025
- საქმე №ბს-976(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-1131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-167(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №ბს-1377(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2025
- საქმე №ბს-95(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
- საქმე №ბს-675(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ბს-758(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ბს-773(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ბს-650(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
- საქმე №ბს-319(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
- საქმე №ბს-1219(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2024
- საქმე №ას-1521-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2024
- საქმე №ბს-571(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-615(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-521(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 46-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება