1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;
გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.
4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.07.2018 ორგანული კანონი №3260
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა 1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს; გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 21211 1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. 4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(34)
- საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
…’ ორგანული კანონის მე-19 მუხლით, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
- საქმე №ბს-119(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2026
…08.08.2023 წლის №5733 მიმართვის თანახმად, №1000888436 დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის. 3.6. სააგენტოს 16.08.2023 წლის №1000903553 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.
- საქმე №ბს-1227(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
საქართველოს პრეზიდენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა.
- საქმე №ბს-936(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2026
ლ-ის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.
- საქმე №ბს-581(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2026
რ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, პალატამ მიუთითა,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ ’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
- საქმე №ბს-252(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
- საქმე №ბს-347(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
- საქმე №ბს-838(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ბს-246(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №ბს-534(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ბს-263(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
- საქმე №ბს-1377(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2025
- საქმე №ბს-638(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
- საქმე №ბს-758(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ბს-1213(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2024
- საქმე №ბს-521(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ბს-365(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ბს-667(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2024
- საქმე №ბს-986(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2024
- საქმე №ბს-354(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ბს-314(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2024
- საქმე №ბს-1103(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
- საქმე №ბს-1235(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
- საქმე №ბს-1476(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
- საქმე №ბს-888(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
- საქმე №ბს-1119(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
- საქმე №ბს-571(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-726(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ბს-746(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
- საქმე №ბს-86(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №ბს-999(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ბს-1284(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2021
- საქმე №ბს-1013-1009(2კს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2018
- საქმე №330310018002505963 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება