1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.07.2018 ორგანული კანონი №3260
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისმინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაუცველად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, იმ პირობით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზეზი დასაბუთებული იქნება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
- საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
…სადავოდ არ გაუხდია. 5.5. საქართველოს პრეზიდენტის 28.02.2025 წლის ბრძანებულებით მოსარჩელეს,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ ’ ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
- საქმე №ბს-119(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2026
…დაკარგვის საფუძვლით. 3.7. საქართველოს პრეზიდენტის 18.08.2023 წლის №389 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
- საქმე №ბს-1227(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
…ორგანოების წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
- საქმე №ბს-581(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2026
…დაკარგვის საფუძვლით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 27.09.2022 წლის №443 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, დ. რ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
- საქმე №ბს-649(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
ხოლო დასახელებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
- საქმე №ბს-867(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-838(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ბს-246(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №ას-1461-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №ბს-534(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ბს-263(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
- საქმე №ბს-976(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-1131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-675(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ბს-758(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ბს-1213(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2024
- საქმე №ბს-986(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2024
- საქმე №ბს-571(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-726(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ბს-521(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №ბს-746(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
- საქმე №ბს-1284(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2021
- საქმე №3კ/ად-48-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2001
- საქმე №330310018002505963 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება