ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.05.2014 ბოლო ცვლილება 18.08.2025
ნომერი
№56/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016791
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №56/ნ

2014 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს  სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  - ატესტატის ფორმა №1 დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს  საბაზო ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ფორმა №2 დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

+
მუხლი 4
დამტკიცდეს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დუბლიკატის ფორმა №4 დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 5
დამტკიცდეს სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმა №5 დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 6
წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-4, მე-5 მუხლებით დამტკიცებული სახელმწიფო დოკუმენტების ფორმები წარმოადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მეორე კატეგორიის დაცულ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ბრძანების №6 დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

+
მუხლი 7
წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-4, და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 26.11.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 05.07.2021წ.

+
მუხლი 8
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანება.
+
მუხლი 9
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 23 ივნისიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“, №56/ნ, 23.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016791 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2347430-5/