ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №56/ნ |
|
2014 წლის 23 მაისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ფორმა №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ფორმა №2 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - სერტიფიკატის ფორმა №3 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დუბლიკატის ფორმა №4 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმა №5 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 6 |
წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით დამტკიცებული სახელმწიფო დოკუმენტების ფორმები წარმოადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მეორე კატეგორიის დაცულ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ბრძანების №6 დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. |
| მუხლი 7 |
წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. |
| მუხლი 8 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანება. |
| მუხლი 9 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 23 ივნისიდან.
|
|
+
ბრძანება №56/ნ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
+
+
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.
+
+
+
წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-4, მე-5 მუხლებით დამტკიცებული სახელმწიფო დოკუმენტების ფორმები წარმოადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მეორე კატეგორიის დაცულ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ბრძანების №6 დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.
+
წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №51/ნ - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 05.07.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 21 თებერვლის ბრძანება №42/ ნ - ვებგვერდი, 22.02.2024წ.
+
+
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 23 ივნისიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“?
- „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №56/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016791.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.08.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“, №56/ნ, 23.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016791 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2347430/