„ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1874 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2000
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №2000

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1874 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1874 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამუშაოების განსახორციელებლად საკუთარი შემოსავლების ფარგლებში უზრუნველყოს დამატებით 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარის ხარჯების ანაზღაურება.

12. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამუშაოების განსახორციელებლად საკუთარი შემოსავლების ფარგლებში გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისას გაითვალისწინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფის საკითხი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გადასაცემად.“.

2. განკარგულების მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                          ნ . გილაური