სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1
1
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №391
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის 103 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ფორმის ტანსაცმლით, ატრიბუტიკით და სიმბოლიკით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახეობების და პირთა წრის მიხედვით.
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პლანშეტების შემადგენლობის გათვალისწინებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების, სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა თანამშრომელთა ფორმის ტანსაცმლით, ატრიბუტიკითა და სიმბოლიკით უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კომპლექტაციის, აღწერილობისა და მოხმარების პერიოდების მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №92 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.
+
მუხლი 3
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალოს 2014 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს სამსახურის ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
+
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №113 დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ.“.
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“, №391, 11.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.018012 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2371205-1/