სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.06.2014 ძალადაკარგული 21.03.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№391
სარეგისტრაციო კოდი
140080000.10.003.018012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 1
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №391

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“  კანონის 10​3  მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პლანშეტების შემადგენლობის გათვალისწინებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების, სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა თანამშრომელთა ფორმის ტანსაცმლით, ატრიბუტიკითა და სიმბოლიკით უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კომპლექტაციის, აღწერილობისა  და მოხმარების პერიოდების მიხედვით.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №92 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.

+
მუხლი 3
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალოს 2014 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს  სამსახურის ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
+
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №113 დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ.“.
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“, №391, 11.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.018012 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2371205-2/