კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
| კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის №299 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და
მსხვილი რისკების შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, უცხოური ბანკების ფილიალებისა და უცხოური სანდო ბანკების ფილიალების (შემდგომში - ბანკი) მდგრადი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფისა და მათ მიერ საკრედიტო რისკის მართვისას მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში - ეროვნული ბანკი) აწესებს ბანკების მიერ ერთი ან რამდენიმე პირისათვის, ან ურთიერთდაკავშირებული პირებისათვის დიდი ოდენობით სესხების გაცემის ან სხვა საკრედიტო მომსახურების გაწევის გონივრულ ზღვრებს.
2. ეს დებულება ადგენს იმ ლიმიტებსა და შეზღუდვებს, რომელთა დაცვით ბანკებმა თავიდან უნდა აიცილონ კრედიტების კონცენტრაცია და მის საფუძველზე წარმოშობილი მსხვილი რისკები. 3. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა ბანკისათვის. 4. კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით ბანკების მიერ ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშება წარმოებს ყოველთვიურად და წარედგინება ეროვნულ ბანკს. 5. ეროვნული ბანკის მიერ მსესხებლების ერთ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფად გაერთიანების გადაწყვეტილებასა და მაკლასიფიცირებელი ბანკის გადაწყვეტილებას შორის განსხვავებები შესაძლოა იქცეს მათ შორის განხილვის საგნად, მაგრამ ეროვნული ბანკის პოზიცია გადამწყვეტია. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) „სესხები და სხვა ვალდებულებები“ – ბანკის მიერ პირისათვის გაცემული კრედიტები, ბანკის იურიდიული ვალდებულებები, როგორიცაა ოვერდრაფტი, ავანსები, აკრედიტივი, გარანტია ანდა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ვალდებულებები, ასევე განხორციელებული ინვესტიციები (რომელიც არ არის დაქვითული საზედამხედველო კაპიტალიდან); ბ) „საკრედიტო დაბანდება“ – ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები; გ) „მსხვილი სესხები და სხვა ვალდებულებები“ – ბანკის მიერ ერთი პირისათვის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები, რომელთა ოდენობა აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს; დ) „საბლანკო სესხი“ – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან, თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან, ღირებულების მიუხედავად, იგი არ არის სწორად რეგისტრირებული, აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია ბანკის საკუთარი აქციების, ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციებისა და ბანკის შვილობილი საწარმოს აქციების უზრუნველყოფით; ე) „ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი" – ბანკის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც: ე.ა) მსესხებლები ბანკისათვის წარმოადგენენ ერთ რისკს, ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე; ე.ბ) მსესხებლები ბანკისათვის განიხილებიან ერთი რისკის შემადგენელ პირებად, ვინაიდან ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ ერთ მათგანს შეექმნება ფინანსური პრობლემები, მეორე ან ყველა დანარჩენი აღმოჩნდებიან ფინანსური სირთულეების წინაშე; ვ) „კონტროლი" – პირის საქმიანობაზე და/ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირადაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის მქონე აქციების და/ან წილის გამოყენებით თუ ნებისმიერი სხვა გზით ზეგავლენის მოხდენა; ზ) „ეგთო“ – „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებად გაითვალისწინება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია. |
მუხლი 3.
სესხებისა და სხვა ვალდებულებების გაცემისათვის დაწესებული ლიმიტები და შეზღუდვები |
1. ბანკის კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით დადგენილია შემდეგი ლიმიტები:
ა) ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს; ბ) ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს; გ) ბანკის მიერ გაცემული ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ორმაგ ოდენობას; დ) ბანკის მიერ გაცემული ყველა საბლანკო სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საკრედიტო დაბანდების 25%-ს. 2. ბანკის მიერ ერთი ინსაიდერისა და ყველა ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ოდენობის და მათთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 3. დადგენილია ბანკის მიერ პირებისათვის სესხის გაცემის შემდეგი შეზღუდვები: ა) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი თავისი აქციების შესაძენად; ბ) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი ამავე ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციების შესაძენად; გ) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის აქციების შესაძენად. 4. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ბანკის მიერ გაცემული ის სესხები და სხვა ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც: ა) პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ; ბ) პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ; გ) უზრუნველყოფილია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით; დ) უზრუნველყოფილია ამავე ბანკში დაჯავშნილი დეპოზიტებით. 5. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისათვის ბანკის მიერ გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები აიღება მთლიანი ღირებულებით. |
+
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №49/04
2014 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის №299 ბრძანება.
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი
+
კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და
მსხვილი რისკების შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, უცხოური ბანკების ფილიალებისა და უცხოური სანდო ბანკების ფილიალების (შემდგომში - ბანკი) მდგრადი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფისა და მათ მიერ საკრედიტო რისკის მართვისას მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში - ეროვნული ბანკი) აწესებს ბანკების მიერ ერთი ან რამდენიმე პირისათვის, ან ურთიერთდაკავშირებული პირებისათვის დიდი ოდენობით სესხების გაცემის ან სხვა საკრედიტო მომსახურების გაწევის გონივრულ ზღვრებს.
2. ეს დებულება ადგენს იმ ლიმიტებსა და შეზღუდვებს, რომელთა დაცვით ბანკებმა თავიდან უნდა აიცილონ კრედიტების კონცენტრაცია და მის საფუძველზე წარმოშობილი მსხვილი რისკები.
3. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა ბანკისათვის.
4. კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით ბანკების მიერ ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშება წარმოებს ყოველთვიურად და წარედგინება ეროვნულ ბანკს.
5. ეროვნული ბანკის მიერ მსესხებლების ერთ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფად გაერთიანების გადაწყვეტილებასა და მაკლასიფიცირებელი ბანკის გადაწყვეტილებას შორის განსხვავებები შესაძლოა იქცეს მათ შორის განხილვის საგნად, მაგრამ ეროვნული ბანკის პოზიცია გადამწყვეტია.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) „სესხები და სხვა ვალდებულებები“ – ბანკის მიერ პირისათვის გაცემული კრედიტები, ბანკის იურიდიული ვალდებულებები, როგორიცაა ოვერდრაფტი, ავანსები, აკრედიტივი, გარანტია ანდა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ვალდებულებები, ასევე განხორციელებული ინვესტიციები (რომელიც არ არის დაქვითული საზედამხედველო კაპიტალიდან);
ბ) „საკრედიტო დაბანდება“ – ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები;
გ) „მსხვილი სესხები და სხვა ვალდებულებები“ – ბანკის მიერ ერთი პირისათვის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები, რომელთა ოდენობა აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს;
დ) გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი – მსესხებელი/თანამსესხებელი პირის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი ან ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზი, ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე.
დ1) მსესხებელი/თანამსესხებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში, გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი უნდა მოიცავდეს იმ პირთა წრის მაქსიმალურად ობიექტურად შეფასებას და გათვალისწინებას, ვისთან ერთადაც მსესხებელი/თანამსესხებელი იზიარებს შემოსავლებს ან/და ვალდებულებებს. იმისათვის, რომ მსესხებლი ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად და დადასტურებულად (გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი), ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია (სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და სხვა მსგავსი სანდოობის მქონე დოკუმენტაცია);
დ2) მსესხებელი პირის სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შემთხვევაში, გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისათვის საჭიროა ჩატარდეს პირის დეტალური ფინანსური ანალიზი.
ე) „ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი" – ბანკის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც:
ე.ა) მსესხებლები ბანკისათვის წარმოადგენენ ერთ რისკს, ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე;
ე.ბ) მსესხებლები ბანკისათვის განიხილებიან ერთი რისკის შემადგენელ პირებად, ვინაიდან ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ ერთ მათგანს შეექმნება ფინანსური პრობლემები, მეორე ან ყველა დანარჩენი აღმოჩნდებიან ფინანსური სირთულეების წინაშე;
ვ) „კონტროლი" – პირის საქმიანობაზე და/ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირადაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის მქონე აქციების და/ან წილის გამოყენებით თუ ნებისმიერი სხვა გზით ზეგავლენის მოხდენა;
ზ) „ეგთო“ – „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებად გაითვალისწინება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია;
თ) სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (LTV კოეფიციენტი) – უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხ(ებ)ის/კრედიტების და უძრავი ქონების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულების თანაფარდობა, რომელიც კონკრეტულად უზრუნველყოფს აღნიშნულ სესხ(ებ)ს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 17 აპრილის ბრძანება №65/04 - ვებგვერდი, 18.04.2018წ.
+
მუხლი 3. სესხებისა და სხვა ვალდებულებების გაცემისათვის დაწესებული ლიმიტები და შეზღუდვები
1. ბანკის კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით დადგენილია შემდეგი ლიმიტები:
ა) ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს;
ბ) ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს;
გ) ბანკის მიერ გაცემული ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ორმაგ ოდენობას;
დ) ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხის საერთო თანხა (გარდა ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში არსებული სესხის თანხისა) არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
ე) ბანკის მიერ მსესხებელი/თანამსესხებელი პირის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ყველა სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს. ამასთან, მსესხებელ პირზე, გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე, სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი (გარდა რესტრუქტურიზაციის შემთხვევისა, როდესაც მსესხებელი პირისათვის არ ხდება სესხის თანხის დამატება. სესხი თანხის დამატებაში არ იგულისხმება დარიცხული პროცენტების, ჯარიმა/საურავების, თუ სხვა თანხების კაპიტალიზაცია);
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის რევოლვირებადი საკრედიტო პროდუქტები (მათ შორის, საკრედიტო ბარათი და ოვერდრაფტი) ყველა სესხის საერთო თანხაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯამური (საერთო) ლიმიტის ფარგლებში.
2. ბანკის მიერ ერთი ინსაიდერისა და ყველა ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ოდენობის და მათთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
3. დადგენილია ბანკის მიერ პირებისათვის სესხის გაცემის შემდეგი შეზღუდვები:
ა) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი თავისი აქციების შესაძენად;
ბ) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი ამავე ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციების შესაძენად;
გ) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის აქციების შესაძენად.
4. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ბანკის მიერ გაცემული ის სესხები და სხვა ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც:
ა) პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ;
ბ) პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ;
გ) უზრუნველყოფილია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით;
დ) უზრუნველყოფილია ამავე ბანკში განთავსებული დეპოზიტებით (უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში), როდესაც სესხის ვალუტა და დეპოზიტის ვალუტა არის ერთი და იგივე, სესხის ვადა არ აღემატება დეპოზიტის ვადას და დეპოზიტი უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ;
ე) რეპო გარიგების ფარგლებში უზრუნველყოფილია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ ოპერაციებში გირავნობის საგნის სახით გამოყენებადი აქტივებით, არაუმეტეს ამ აქტივების დაგირავების შემთხვევაში ეროვნული ბანკისგან მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობისა.
5. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისათვის ბანკის მიერ გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები აიღება მთლიანი ღირებულებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლიმიტში არ გაითვალისწინება ისეთი სესხები, როდესაც მსესხებლის მიერ ხდება ბინის/სახლის/მიწის ნაკვეთის შეძენა, ამასთან, მსესხებლის მიერ ბანკში წარმოდგენილია ფულადი ფორმის თანამონაწილეობა სესხის გაცემისას და დამატებით, ბანკის მიერ ხორციელდება სესხის მიზნობრიობის გადამოწმება/მონიტორინგი. ასეთი ტიპის სესხების გაცემისას, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება უნდა განხორციელდეს ადეკვატურად და უნდა გამოიყენებოდეს სესხის უზრუნველყოფის კორსერვატიული კოეფიციენტი (LTV).
7. ყოველი სესხის/კრედიტის გაცემისას მსესხებელი პირის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის გამოყენებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის ხანდაზმულობის ვადა არ უნდა იყოს 6 (ექვსი) თვეზე მეტი სესხის დამტკიცებიდან (დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან). მსესხებელი პირის ჯამური ვალდებულებების ანალიზის კუთხით წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია უნდა იყოს ბოლო მდგომარეობით განახლებული.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 24 ივნისის ბრძანება №59/04 - ვებგვერდი, 24.06.2014წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 17 აპრილის ბრძანება №65/04 - ვებგვერდი, 18.04.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №49/04, 17.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016133 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2372693-1/