კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №49/04 |
|
2014 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის №299 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, უცხოური ბანკების ფილიალებისა და უცხოური სანდო ბანკების ფილიალების (შემდგომში - ბანკი) მდგრადი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფისა და მათ მიერ საკრედიტო რისკის მართვისას მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში - ეროვნული ბანკი) აწესებს ბანკების მიერ ერთი ან რამდენიმე პირისათვის, ან ურთიერთდაკავშირებული პირებისათვის დიდი ოდენობით სესხების გაცემის ან სხვა საკრედიტო მომსახურების გაწევის გონივრულ ზღვრებს.
2. ეს დებულება ადგენს იმ ლიმიტებსა და შეზღუდვებს, რომელთა დაცვით ბანკებმა თავიდან უნდა აიცილონ კრედიტების კონცენტრაცია და მის საფუძველზე წარმოშობილი მსხვილი რისკები. 3. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა ბანკისათვის. 4. კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით ბანკების მიერ ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშება წარმოებს ყოველთვიურად და წარედგინება ეროვნულ ბანკს. 5. ეროვნული ბანკის მიერ მსესხებლების ერთ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფად გაერთიანების გადაწყვეტილებასა და მაკლასიფიცირებელი ბანკის გადაწყვეტილებას შორის განსხვავებები შესაძლოა იქცეს მათ შორის განხილვის საგნად, მაგრამ ეროვნული ბანკის პოზიცია გადამწყვეტია. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) „სესხები და სხვა ვალდებულებები“ – ბანკის მიერ პირისათვის გაცემული კრედიტები, ბანკის იურიდიული ვალდებულებები, როგორიცაა ოვერდრაფტი, ავანსები, აკრედიტივი, გარანტია ანდა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ვალდებულებები, ასევე განხორციელებული ინვესტიციები (რომელიც არ არის დაქვითული საზედამხედველო კაპიტალიდან); ბ) „საკრედიტო დაბანდება“ – ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები; გ) „მსხვილი სესხები და სხვა ვალდებულებები“ – ბანკის მიერ ერთი პირისათვის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები, რომელთა ოდენობა აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს; დ) „საბლანკო სესხი“ – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან, თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან, ღირებულების მიუხედავად, იგი არ არის სწორად რეგისტრირებული, აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია ბანკის საკუთარი აქციების, ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციებისა და ბანკის შვილობილი საწარმოს აქციების უზრუნველყოფით; ე) „ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი" – ბანკის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც: ე.ა) მსესხებლები ბანკისათვის წარმოადგენენ ერთ რისკს, ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე; ე.ბ) მსესხებლები ბანკისათვის განიხილებიან ერთი რისკის შემადგენელ პირებად, ვინაიდან ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ ერთ მათგანს შეექმნება ფინანსური პრობლემები, მეორე ან ყველა დანარჩენი აღმოჩნდებიან ფინანსური სირთულეების წინაშე; ვ) „კონტროლი" – პირის საქმიანობაზე და/ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირადაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის მქონე აქციების და/ან წილის გამოყენებით თუ ნებისმიერი სხვა გზით ზეგავლენის მოხდენა; ზ) „ეგთო“ – „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებად გაითვალისწინება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია. |
მუხლი 3.
სესხებისა და სხვა ვალდებულებების გაცემისათვის დაწესებული ლიმიტები და შეზღუდვები |
1. ბანკის კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით დადგენილია შემდეგი ლიმიტები:
ა) ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს; ბ) ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს; გ) ბანკის მიერ გაცემული ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ორმაგ ოდენობას; დ) ბანკის მიერ გაცემული ყველა საბლანკო სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საკრედიტო დაბანდების 25%-ს. 2. ბანკის მიერ ერთი ინსაიდერისა და ყველა ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ოდენობის და მათთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 3. დადგენილია ბანკის მიერ პირებისათვის სესხის გაცემის შემდეგი შეზღუდვები: ა) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი თავისი აქციების შესაძენად; ბ) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი ამავე ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციების შესაძენად; გ) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის აქციების შესაძენად. 4. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ბანკის მიერ გაცემული ის სესხები და სხვა ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც: ა) პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ; ბ) პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ; გ) უზრუნველყოფილია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით; დ) უზრუნველყოფილია ამავე ბანკში დაჯავშნილი დეპოზიტებით. 5. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისათვის ბანკის მიერ გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები აიღება მთლიანი ღირებულებით. |
+
(ძალადაკარგულია 2021 წლის პირველი იანვრიდან - 21.11.2019, №228/04)
ბრძანება №49/04
+
+
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
დ) (ამოღებულია - 24.12.2018, №279/04);
დ1) (ამოღებულია - 24.12.2018, №279/04);
დ2) (ამოღებულია - 24.12.2018, №279/04);
ე) „ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი" – ბანკის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც:
ე.ა) მსესხებლები ბანკისათვის წარმოადგენენ ერთ რისკს, ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე; ე.ბ) მსესხებლები ბანკისათვის განიხილებიან ერთი რისკის შემადგენელ პირებად, ვინაიდან ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ ერთ მათგანს შეექმნება ფინანსური პრობლემები, მეორე ან ყველა დანარჩენი აღმოჩნდებიან ფინანსური სირთულეების წინაშე;ვ) „კონტროლი" – პირის საქმიანობაზე და/ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირადაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის მქონე აქციების და/ან წილის გამოყენებით თუ ნებისმიერი სხვა გზით ზეგავლენის მოხდენა;
ზ) „ეგთო“ – „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებად გაითვალისწინება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია;
თ) (ამოღებულია - 24.12.2018, №279/04);
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 17 აპრილის ბრძანება №65/04 - ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №279/04 - ვებგვერდი, 25.12.2018წ.
+
მუხლი 3. სესხებისა და სხვა ვალდებულებების გაცემისათვის დაწესებული ლიმიტები და შეზღუდვები
გ) (ამოღებულია - 01.05.2020, №102/04);
დ) (ამოღებულია - 24.12.2018, №279/04);
ე) (ამოღებულია - 24.12.2018, №279/04);
ვ) (ამოღებულია - 24.12.2018, №279/04);
დ) უზრუნველყოფილია ამავე ბანკში განთავსებული დეპოზიტებით (უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში), როდესაც სესხის ვალუტა და დეპოზიტის ვალუტა არის ერთი და იგივე, სესხის ვადა არ აღემატება დეპოზიტის ვადას და დეპოზიტი უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ;
ე) რეპო გარიგების ფარგლებში უზრუნველყოფილია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ ოპერაციებში გირავნობის საგნის სახით გამოყენებადი აქტივებით, არაუმეტეს ამ აქტივების დაგირავების შემთხვევაში ეროვნული ბანკისგან მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობისა.
5. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისათვის ბანკის მიერ გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები აიღება მთლიანი ღირებულებით.
6.(ამოღებულია - 24.12.2018, №279/04).
7.(ამოღებულია - 24.12.2018, №279/04).
8. კომერციულ ბანკს ეკრძალება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 24 ივნისის ბრძანება №59/04 - ვებგვერდი, 24.06.2014წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 17 აპრილის ბრძანება №65/04 - ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №279/04 - ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №91/04 - ვებგვერდი, 31.05.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ბპრეზიდენტის 2019 წლის 24 ივნისის ბრძანება №105/04 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №192/04 - ვებგვერდი, 15.10.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №102/04 - ვებგვერდი, 04.05.2020 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.10.2020.
- როდის იქნა მიღებული „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 17.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №49/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.18.011.016133.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 10 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №49/04, 17.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016133 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2372693/