სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტის საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების პირადი დაცვის, აგრეთვე, პირადი დაცვის დეპარტამენტის საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს - თვეში 300 ლარი;
ბ) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ძირითად (სადღეღამისო) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი, ამავე დეპარტამენტის სათადარიგო განწესში მყოფ და ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურის აღნიშნული დანაყოფის მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;
გ) სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) პირად შემადგენლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი) – 6 ლარი;
დ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ, სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) დაცვის მორიგე განწესში მყოფ, აგრეთვე, წვევამდელთა სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო შეკრებისას სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;
ე) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს, აგრეთვე, აღნიშნულ კურსებთან დაკავშირებით სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი - სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
ვ) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) საბინაო უზრუნველყოფის უფლებით მოსარგებლე, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;
ზ) ესკორტირების მთავარი სამმართველოს დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტების დაცვაში მონაწილე მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“, №397, 17.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.018017 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2373710-2/