სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტის საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების პირადი დაცვის, აგრეთვე, პირადი დაცვის დეპარტამენტის საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს - თვეში 300 ლარი;
ბ) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ძირითად (სადღეღამისო) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი, ამავე დეპარტამენტის სათადარიგო განწესში მყოფ და ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურის აღნიშნული დანაყოფის მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;
გ) სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) პირად შემადგენლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი) – 6 ლარი;
დ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ, სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) დაცვის მორიგე განწესში მყოფ, აგრეთვე, წვევამდელთა სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო შეკრებისას სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;
ე) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს, აგრეთვე, აღნიშნულ კურსებთან დაკავშირებით სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი - სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
ვ) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) საბინაო უზრუნველყოფის უფლებით მოსარგებლე, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;
ზ) ესკორტირების მთავარი სამმართველოს დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტების დაცვაში მონაწილე მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №397
2014 წლის 17 ივნისი
ქ.თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
+
მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს დაუწესდეთ სასურსათო ულუფის დამატებითი საკომპენსაციო თანხა შემდეგი ოდენობებით:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის ცვლებში მომუშავე პირადი დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს − თვეში 300 ლარი;
ბ) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ძირითად (სადღეღამისო) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი, ამავე დეპარტამენტის სათადარიგო განწესში მყოფ და ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურის აღნიშნული დანაყოფის მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;
გ) სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) პირად შემადგენლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი) – 6 ლარი;
დ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ, სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) დაცვის მორიგე განწესში მყოფ, აგრეთვე, წვევამდელთა სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო შეკრებისას სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;
ე) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს, აგრეთვე, აღნიშნულ კურსებთან დაკავშირებით სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი - სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
ვ) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) საბინაო უზრუნველყოფის უფლებით მოსარგებლე, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;
ზ) ესკორტირების მთავარი სამმართველოს დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტების დაცვაში მონაწილე მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №64 – ვებგვერდი, 15.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 09.02.2018წ.
+
მუხლი 11 საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კვებით უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი სხვა თანამშრომლები ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ნორმების ფარგლებში.🔗
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №149 – ვებგვერდი, 06.04.2015წ.
+
მუხლი 2
მოსამსახურეთა კვებით სრული ან ნაწილობრივი უზრუნველყოფის შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დამატებითი საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა ან გაიცემა გაწეული კვებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ამასთან, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება სამსახურის თანამშრომლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების შესაბამისად.
+
მუხლი 21
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს, გარდა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარებისა, სამსახურის მიერ შეიძლება, დამატებით, გაეწიოს მატერიალური დახმარება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №565 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
+
მუხლი 3
ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“, №397, 17.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.018017 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2373710-3/