დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2005 ბოლო ცვლილება 16.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№238
სარეგისტრაციო კოდი
300.380.010.10.003.000.372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 153, 30/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №238

2005 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. უხარისხო დიზელის საწვავის შემადგენლობა განაპირობებს სახიფათო აეროზოლების წარმოქმნას, რამაც სავარაუდოა გამოიწვიოს რესპირატორული, სიმსივნური და სხვა დაავადებათა სტიმულირება.

დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ევროპაში დადგენილ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:

ა.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;

ა.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

ა.გ) სიმკვრივე 15​0C – არა უმეტეს 845 კგ/მ​3;

ა.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;

ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:

ბ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;

ბ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

ბ.გ) სიმკვრივე 15​0C – არა უმეტეს 845 კგ/მ​3;

ბ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;

გ) 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე:

გ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

გ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 300 მგ/კგ;

გ.გ) სიმკვრივე 15​0C – არა უმეტეს 845 კგ/მ​3;

გ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;

დ) 2012 წლის 1 იანვრიდან:

დ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

დ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;

დ.გ) სიმკვრივე 15​0C – არა უმეტეს 845 კგ/მ​3;

დ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №165 - სსმ III, №112, 10.08.2007 წ., მუხ.1244

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №278 - სსმ III, 2007 წ., №180, 20.12.2007 წ., მუხ.1985

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №244 - სსმ III, №182, 23.12.2008 წ., მუხ.1856

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №260 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1954

2. 2009 წლის 1 იანვრამდე დიზელის ხარისხის ანალიზის მეთოდები გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით. 2009 წლის 1 იანვრიდან – საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №278 - სსმ III, 2007 წ., №180, 20.12.2007 წ., მუხ.1985

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №165 - სსმ III, №112, 10.08.2007 წ., მუხ.1244

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №278 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1985

3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №244 - სსმ III, №182, 23.12.2008 წ., მუხ.1856

4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №260 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1954

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“, №238, 28.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.10.003.000.372 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2392-4/