საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.07.2014 ძალადაკარგული 23.07.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№450
სარეგისტრაციო კოდი
040110030.10.003.018070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №450

2014 წლის 15 ივლისი

   ქ.თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის  დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.


+
მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის  „ი“  ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის თანდართული წესი და პირობები

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის  დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+




საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესი და პირობები

 

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის  დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.


+
1.ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) (შემდგომში – ISAF) მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება (შემდგომში – სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება):

ა) რომელიც ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მიერ ცნობილია:

ა.ა) უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს;

ა.ბ) ტრანსპორტირებისათვის უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მიერ  დისლოკაციის ადგილის შეცვლის ან მისიის შეწყვეტის შემთხვევაში;

ბ)შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, თუ:

ბ.ა) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების საქართველოში დაბრუნებისათვის ან ახალი დისლოკაციის ადგილზე გადატანისათვის გასაწევი ფინანსური ხარჯები აღემატება გასანადგურებელი სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ღირებულებას;

ბ.ბ) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ტრანსპორტირება მიზანშეუწონელია ტრანსპორტირებისას მომეტებული საფრთხის გამო.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის  დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.

2.სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების ან გადაცემის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას (შემდგომში – წერილობითი გადაწყვეტილება) იღებს საერთაშორისო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან წინასწარი შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის  დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.

3. წერილობითი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას და საკუთრებაში გადასაცემი ან გასანადგურებელი სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და რაოდენობას.

4. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების:

ა)  განადგურების შემდეგ, უნდა შედგეს განადგურების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს განადგურებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაოდენობას, განადგურების თარიღს, ადგილს და განადგურებაში მონაწილე პირთა (არანაკლებ სამი)  ხელმოწერებს;

ბ) საკუთრებაში ან გასანადგურებლად გადაცემისას, უნდა შედგეს ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს  შესაბამისად, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაოდენობას, განადგურების/გადაცემის თარიღს, ადგილს და უფლებამოსილ პირთა ხელმოწერებს.

5.ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქტები შედგენიდან 10 დღის განმავლობაში წარედგინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის  დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.

6. ეს წესი და პირობები არ ვრცელდება სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების იმ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისათვის გადაცემაზე, სადაც სამშვიდობო მისიის შესასრულებლად წარგზავნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები, მიუხედავად იმისა, ეს სახელმწიფო არის თუ არა ISAF-ის მისიაში მონაწილე.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის  დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, №450, 15.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.018070 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2399225-1/