საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №450 |
|
2014 წლის 15 ივლისი ქ.თბილისი |
|
ა) რომელიც ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მიერ ცნობილია:
ა.ა) უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს;
ა.ბ) ტრანსპორტირებისათვის უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს საქართველოს შეაიარაღებული ძალების მიერ დისლოკაციის ადგილის შეცვლის ან მისიის შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ) შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, თუ:
ბ.ა) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების საქართველოში დაბრუნებისათვის ან ახალი დისლოკაციის ადგილზე გადატანისათვის გასაწევი ფინანსური ხარჯები აღემატება გასანადგურებელი სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ღირებულებას;
ბ.ბ) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ტრანსპორტირება მიზანშეუწონელია ტრანსპორტირებისას მომეტებული საფრთხის გამო.
2. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების ან გადაცემის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას (შემდგომში - წერილობითი გადაწყვეტილება) იღებს საერთაშორისო მისიაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან წინასწარი შეთანხმებით.
3. წერილობითი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას და საკუთრებაში გადასაცემი ან გასანადგურებელი სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და რაოდენობას.
4. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების:
ა) განადგურების შემდეგ, უნდა შედგეს განადგურების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს განადგურებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაოდენობას, განადგურების თარიღს, ადგილს და განადგურებაში მონაწილე პირთა (არანაკლებ სამი) ხელმოწერებს;
ბ) საკუთრებაში ან გასანადგურებლად გადაცემისას, უნდა შედგეს ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისად, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაოდენობას, განადგურების/გადაცემის თარიღს, ადგილს და უფლებამოსილ პირთა ხელმოწერებს.
5. ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქტები შედგენიდან 10 დღის განმავლობაში წარედგინება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.
6. ეს წესი და პირობები არ ვრცელდება სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების იმ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისათვის გადაცემაზე, სადაც სამშვიდობო მისიის შესასრულებლად წარგზავნილია საქართველოს შეიარაღებული ძალები, მიუხედავად იმისა, ეს სახელმწიფო არის თუ არა ISAF-ის მისიაში მონაწილე.
+
ქ.თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.
+
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის თანდართული წესი და პირობები
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.
+
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/ განკარგვის თანდართული წესი და პირობები.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) (შემდგომში - ISAF) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება (შემდგომში - სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება):
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესი და პირობები
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.
+
1.ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) (შემდგომში – ISAF) მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება (შემდგომში – სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება):
ა.ბ) ტრანსპორტირებისათვის უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მიერ დისლოკაციის ადგილის შეცვლის ან მისიის შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ)შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, თუ:
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.
2.სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების ან გადაცემის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას (შემდგომში – წერილობითი გადაწყვეტილება) იღებს საერთაშორისო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან წინასწარი შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.
5.ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქტები შედგენიდან 10 დღის განმავლობაში წარედგინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.
6. ეს წესი და პირობები არ ვრცელდება სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების იმ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისათვის გადაცემაზე, სადაც სამშვიდობო მისიის შესასრულებლად წარგზავნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები, მიუხედავად იმისა, ეს სახელმწიფო არის თუ არა ISAF-ის მისიაში მონაწილე.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №620 - ვებგვერდი, 27.12.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 15.07.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №450. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.10.003.018070.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.07.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, №450, 15.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.018070 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2399225/