ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა №11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 16 ივლისიდან.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დავით დვალი
+
დანართი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესახებ
№
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი განაკვეთი ლარებში
1.
ქალაქ ქუთაისის მერი
2750
2.
მერის პირველი მოადგილე
2050
3.
მერის მოადგილე
2050
4.
სამსახურის უფროსი
1490
5.
სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, თანაშემწე