ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/
|
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესახებ
|
+
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2014 წლის 16 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა №11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 16 ივლისიდან.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 16 ივლისიდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
დანართი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი
+
დანართიქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესახებ
№
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი განაკვეთი ლარებში
1.
ქალაქ ქუთაისის მერი
2750
2.
მერის პირველი მოადგილე
2050
3.
მერის მოადგილე
2050
4.
სამსახურის უფროსი
1490
5.
სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, თანაშემწე
800
6.
მთავარი სპეციალისტი
580
7.
წამყვანი სპეციალისტი
550
8.
უფროსი სპეციალისტი
520
9.
სპეციალისტი
450
450
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №20, 16.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016230 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2401705-3/