ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.08.2014 ბოლო ცვლილება 15.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010190040.35.144.016170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №38

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, აგრეთვე ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14ივლისის №13 დადგენილებ ით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
განესაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 100 ლარის ოდენობით;

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად - 100 ლარის ოდენობით;

გ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის - 250 ლარის ოდენობით, აქედან:

გ.ა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში - 100 ლარის ოდენობით;

გ.ბ) ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისთვის - თითოეული გასვლისათვის 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს თვეში სამი შეხვედრისა;

დ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისათვის - 50 ლარის ოდენობით.

მუხლი 2
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (თუ შესაბამისი თვის 5 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:

ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) შეხვედრის თემატიკა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათს თან უნდა დაერთოს:

ა) ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად - მინიმუმ სამი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელისმომწერი ამომრჩევლების სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის დასადასტურებლად - ამ პირ(ებ)ის ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელის მომწერი თანამდებობის პირ(ებ)ის სახელი და გვარი.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.01.2026.
როდის იქნა მიღებული „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მიღებულია 01.08.2014. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010190040.35.144.016170.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.01.2026.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №38, 01.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010190040.35.144.016170 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2435885/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება