ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.07.2014 ძალადაკარგული 28.06.2023
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016091
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №14

2014 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ
      „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის მე–4 პუნქტისა და მე–5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს „ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №2).
3. დამტკიცდეს „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“ (დანართი №3).
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 ივნისის №8 დადგენილება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“, №14, 30.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016091 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2436635-2/