ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
| ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის მე–4 პუნქტისა და მე–5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
1. დამტკიცდეს „ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №1).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 22.08.2017 წ.
|
2. დამტკიცდეს „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №2).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 22.08.2017 წ.
|
21. დამტკიცდეს „გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №3).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 22.08.2017 წ.
|
22. დამტკიცდეს „ელექტროენერგეტიკის სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ (დანართი №31).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 01.11.2019 წ. |
3. დამტკიცდეს „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთის/ამორტიზაციის ნორმები“ (დანართი №4).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 22.08.2017 წ.
|
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
5. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 ივნისის №8 დადგენილება.
|
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“, №14, 30.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016091 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2436635-8/