საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.08.2014 ძალადაკარგული 26.06.2025
ნომერი
№01-142
სარეგისტრაციო კოდი
010340010.22.030.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-142

2014 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე
+



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი   ამოცანაა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ელექტრონული კავშირის სისტემის გამართული ფუნქციონირების ორგანიზება, სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში  –  მინისტრი)  სამართლებრივი  აქტებით,  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.


+
მუხლი 2.  სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული სივრცის შექმნის უზრუნველყოფა;

ბ) შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების სისტემური მართვა;

გ) სამინისტროს სერვერული ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს სისტემებისა და სერვერების მუდმივი მონიტორინგი  და სისტემური ჟურნალის ჩანაწერების წარმოება;

ე) ვირტუალური და ფიზიკური სისტემური მანქანების მართვა, კონფიგურირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ვ) ელექტრონულ ფორმატში არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა, მხარდაჭერა, პროგრამული განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ზ) მონაცემების შენახვა/დამუშავებისა და სარეზერვო ასლების შექმნის უზრუნველყოფა;

თ) სისტემური გადაწყვეტილებებისა  და ელექტრონული სერვისების შემუშავება და მათი განხორციელება;

ი) ეფექტური წარმადობისთვის, ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა;

კ) დანერგილი პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა, მათი განახლების უზრუნველყოფა, უწყვეტი ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ლ)  სამინისტროს უწყვეტი და  ხარისხიანი  ფუნქციონირებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის  პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება,  შექმნა  და განხორციელება;

მ) სამინისტროს ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, კონფიგურაცია და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროს ქსელური სერვისების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ო) დაშიფრული კავშირის უზრუნველყოფა და მენეჯმენტი;

პ) კომუტატორების, მარშუტიზატორების, ფაერვოლების კონფიგურაცია  და მენეჯმენტი;

ჟ) ქსელში არსებული პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა;

რ)   მესამე   მხარის   მოწოდებული ქსელური  სერვისების   დანიშნულებისამებრ დროული, ეფექტური და უსაფრთხო დისტრიბუცია;

ს)  სამინისტროს ლოკალური და  საზღვარგარეთ  საქართველოს  დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა  და   საკონსულო  დაწესებულებების    კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;

ტ) სამინისტროს სატელეფონო და სატელევიზიო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

უ) ოპერაციული სისტემის და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების ინსტალირება;

ფ)  კომპიუტერული და  პერიფერიული მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც პროგრამულ ისე აპარატულ დონეზე;

ქ)  სამინისტროს ქსელში  ჩართული მომხმარებლების დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერა და კომპიუტერული მოწყობილობების  შეუფერხებელი  მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფა;

ღ) სამინისტროს სერვისების მომხმარებელთა ანგარიშების მართვა (შექმნა/ცვლილება/წაშლა);

ყ)  მომსახურების გაუმჯობესებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებთან აქტიური მუშაობა;

შ) ტექნიკური კონსულტაცია და კომპიუტერულ მოწყობილობებთან  დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა;

ჩ) კომპიუტერული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

ც) კომპიუტერული ქსელისა  და  სისტემური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის  საჭირო  სხვადასხვა სახის პროგრამული, აპარატული, ქსელური და სისტემური მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;

ძ) კომპიუტერული ინციდენტების   მოკვლევა,  ანალიზი  და  მაკონტროლებელი ორგანოებისთვის შესაბამისი ანგარიშების გაგზავნა;

წ) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზის  საფუძველზე უსაფრთხოების შეუსაბამობების აღმოფხვრის რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვა;

ჭ)  სამინისტროს ცენტრალური აპარატის  ვიდეო-სათვალთვალო   და  შეზღუდული დაშვების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ხ)  სამინისტროს მაღალი  დონის შეხვედრების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ჯ) სამინისტროსა და  მისი დანაყოფების სერვისებისა და კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მინისტრისა და  მინისტრის მოადგილეების ბრძანებების შესრულება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება  №01-238 - ვებგვერდი, 28.02.2025 წ. 

+
მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.  პირველადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, აძლევს სამსახურებრივ დავალებებს სამსახურის თანამშრომლებს და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს  საერთაშორისო  ხელშეკრულებების, საქართველოს  კანონების, საქართველოს  პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;

გ) დადგენილი   წესით  წარადგენს  წინადადებებს სამსახურის  თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურებისა და  ფუნქცია-მოვალეობების ცვლილების შესახებ;

დ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს  სამსახურის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის,  სამსახურის თანამშრომელთათვის  საკლასო ჩინის მინიჭების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;

ვ)  შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების  ინსტრუქციების პროექტებს  და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

ზ)  სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე  შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;

თ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების  და/ან სასწავლო პროგრამებში  მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

კ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელს  ჰყავს   მოადგილე (მოადგილეები),   რომელსაც   კანონმდებლობით   დადგენილი წესით,  ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის  სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

 ბ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა  და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;

გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

დ)  ანგარიშვალდებულია მინისტრის,  კურატორი  მინისტრის  მოადგილისა  და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

6.  პირველადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი  ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა  და მინისტრის  გადაწყვეტილებით  პირველადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.

7. სამსახურის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება  №01-238 - ვებგვერდი, 28.02.2025 წ. 

+
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება  №01-238 - ვებგვერდი, 28.02.2025 წ. 

+
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება  №01-238 - ვებგვერდი, 28.02.2025 წ. 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №01-142, 08.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.030.016106 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2449571-1/