საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-142 |
|
2014 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი |
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანდართული დებულება. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ელექტრონული კავშირის სისტემის გამართული ფუნქციონირების ორგანიზება, სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. |
მუხლი 2.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული სივრცის შექმნის უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება, შექმნა და განხორციელება; გ) დანერგილი პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა, ელექტორნულ ფორმატში არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი მხარდაჭერა; დ) სამინისტროს სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებების და ელექტორნული სერვისების, შემუშავება და მათი განხორციელება; ე) მონაცემების შენახვა/დამუშავების და რეზერვაციის უზრუნველყოფა; ვ) შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების სისტემური მენეჯმენტი; ზ) სერვერების და ქსელური მოწყობილობების მენეჯმენტი და ტექნიკური ექსპლუატაცია; თ) სამინისტროს სისტემების და სერვერების მუდმივი მონიტორინგი და ჩანაწერების გაკეთება; ი) სამინისტროს შიდა ლოკალური და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებების კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა. ეფექტური წარმადობისთვის, ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა; კ) სატელეფონო და სატელევიზიო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა სახის პროგრამული და აპარატურული მექანიზმების შემუშავება და დანერგვა; ლ) კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც პროგრამულ ისე აპარატურულ დონეზე. მოშორებულად მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა და კომპიუტერული მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფა. მ) ვიდეო სათვალთვალო, საკონფერენციო აუდიო/ვიდეო და შენობის დაშვების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. |
მუხლი 3.
სამსახურის ხელმძღვანელობა |
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, აძლევს სამსახურებრივ დავალებებს სამსახურის თანამშრომლებს და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ; დ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომელთათვის საკლასო ჩინის მინიჭების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას. ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; თ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; კ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; გ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. 7. სამსახურის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი. |
მუხლი 4.
სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ფუნქციები და ამოცანები |
1. სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის განყოფილება; გ) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება. 2. პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს უწყვეტი და ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება, შექმნა და განხორციელება; ბ) დანერგილი პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა (პროგრამული კოდის კუთხით), მათი განახლება, უწყვეტი ფუნქციონირების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ელექტორნულ ფორმატში არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა, მენეჯმენტი და ბაზების ირგვლივ უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა. 3. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებების და ელექტორნული სერვისების, შემუშავება და მათი განხორციელება; ბ) სერვერებთან მუშაობა და კონფიგურაცია; გ) ვირტუალური სისტემური მანქანების მენეჯმენტი; დ) მონაცემების შენახვა/დამუშავების და რეზერვაციის უზრუნველყოფა; ე) შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების სისტემური მენეჯმენტი; ვ) სასერვერო ოთახში არსებული ფიზიკური სერვერების მენეჯმენტი და ტექნიკური ექსპლუატაცია; ზ) მომსახურების გაუმჯობესებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სხვა განყოფილებებთან და თანამშრომლებთან აქტიური მუშაობა; თ) ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა, სამინისტროს სისტემების და სერვერების 24 საათიანი მონიტორინგი და ჩანაწერების გაკეთება; ი) სამინისტროს შიდა ლოკალური და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებების კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა; კ) სხვადასხვა ქსელური სერვისების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ლ) ე.წ. დახურული კავშირის უნზრუნველყოფა და მენეჯმენტი; მ) კომუტატორების, მარშუტიზატორების, ფაერვოლების კონფიგურაცია და მენეჯმენტი; ნ) ქსელში არსებული პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა; ო)მომსახურების გაუმჯობესებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სხვა განყოფილებებთან და თანამშრომლებთან აქტიური მუშაობა. ეფექტური წარმადობისთვის ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა; პ)კომპიუტერული ქსელის 24 საათიანი მონიტორინგი და ჩანაწერების გაკეთება მნიშვნელოვანი ინფორმაციის ირგვლივ; ჟ) სატელეფონო და სატელევიზიო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; რ) კომპიუტერული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება - კომპიუტერული ქსელის და სისტემური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის ქსელური და სისტემური უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. 4. ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ბ) ოპერაციული სისტემის და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების ინსტალირება; გ) ტექნიკური კონსულტაცია და კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა; დ) მოშორებულად მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა და კომპიუტერული მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო ფიზიკური სამუშაოების უზრუნველყოფა; ე) მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისებისთვის საჭირო ე.წ. ექაუნთების მენეჯმენტი; ვ) პერიმეტრზე არსებული ვიდეო სათვალთვალო, საკონფერენციო აუდიო/ვიდეო და შენობის დაშვების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. |
მუხლი 5.
სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა |
1. სამსახურში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. 3. განყოფილებისს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას; ე) სამსახურის უფროსსა და სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ხელს აწერს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან დაწინაურების შესახებ; თ) სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; კ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად; ლ) სამსახურის უფროსთან და სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის; მ) განიხილავს და ითანხმებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებაში გაგზავნის ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე; ნ) ითანხმებს განყოფილების მოსამსახურეთა შვებულებით სარგებლობის გრაფიკს. |
+
ბრძანება №01-142
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანდართული დებულება. |
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე |
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე
+
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ელექტრონული კავშირის სისტემის გამართული ფუნქციონირების ორგანიზება, სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
+
მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული სივრცის შექმნის უზრუნველყოფა;
ბ) შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების სისტემური მართვა;
გ) სამინისტროს სერვერული ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს სისტემებისა და სერვერების მუდმივი მონიტორინგი და სისტემური ჟურნალის ჩანაწერების წარმოება;
ე) ვირტუალური და ფიზიკური სისტემური მანქანების მართვა, კონფიგურირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) ელექტრონულ ფორმატში არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა, მხარდაჭერა, პროგრამული განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) მონაცემების შენახვა/დამუშავებისა და სარეზერვო ასლების შექმნის უზრუნველყოფა;
თ) სისტემური გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული სერვისების შემუშავება და მათი განხორციელება;
ი) ეფექტური წარმადობისთვის, ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა;
კ) დანერგილი პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა, მათი განახლების უზრუნველყოფა, უწყვეტი ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს უწყვეტი და ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება, შექმნა და განხორციელება;
მ) სამინისტროს ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, კონფიგურაცია და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს ქსელური სერვისების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ო) დაშიფრული კავშირის უზრუნველყოფა და მენეჯმენტი;
პ) კომუტატორების, მარშუტიზატორების, ფაერვოლების კონფიგურაცია და მენეჯმენტი;
ჟ) ქსელში არსებული პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა;
რ) მესამე მხარის მოწოდებული ქსელური სერვისების დანიშნულებისამებრ დროული, ეფექტური და უსაფრთხო დისტრიბუცია;
ს) სამინისტროს ლოკალური და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს სატელეფონო და სატელევიზიო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
უ) ოპერაციული სისტემის და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების ინსტალირება;
ფ) კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც პროგრამულ ისე აპარატულ დონეზე;
ქ) სამინისტროს ქსელში ჩართული მომხმარებლების დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერა და კომპიუტერული მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფა;
ღ) სამინისტროს სერვისების მომხმარებელთა ანგარიშების მართვა (შექმნა/ცვლილება/წაშლა);
ყ) მომსახურების გაუმჯობესებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებთან აქტიური მუშაობა;
შ) ტექნიკური კონსულტაცია და კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
ჩ) კომპიუტერული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
ც) კომპიუტერული ქსელისა და სისტემური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის პროგრამული, აპარატული, ქსელური და სისტემური მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;
ძ) კომპიუტერული ინციდენტების მოკვლევა, ანალიზი და მაკონტროლებელი ორგანოებისთვის შესაბამისი ანგარიშების გაგზავნა;
წ) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზის საფუძველზე უსაფრთხოების შეუსაბამობების აღმოფხვრის რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვა;
ჭ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვიდეო-სათვალთვალო და შეზღუდული დაშვების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ხ) სამინისტროს მაღალი დონის შეხვედრების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ჯ) სამინისტროსა და მისი დანაყოფების სერვისებისა და კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ბრძანებების შესრულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-238 - ვებგვერდი, 28.02.2025 წ.
+
მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, აძლევს სამსახურებრივ დავალებებს სამსახურის თანამშრომლებს და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურებისა და ფუნქცია-მოვალეობების ცვლილების შესახებ;
დ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომელთათვის საკლასო ჩინის მინიჭების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
კ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
7. სამსახურის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-238 - ვებგვერდი, 28.02.2025 წ.
+
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-238 - ვებგვერდი, 28.02.2025 წ.
+
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-238 - ვებგვერდი, 28.02.2025 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 08.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-142. სარეგისტრაციო კოდი — 010340010.22.030.016106.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №01-142, 08.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.030.016106 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2449571/