ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.08.2014 ძალადაკარგული 23.01.2018
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
210020000.35.170.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2014 წლის 15 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს  93-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,  „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-5   მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
შემოღებულ იქნას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის      ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.             
+
მუხლი 2
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით:

1.  სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე-კვარტალში 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარი;

2.  თითოეულ სათამაშო აპარატზე-კვარტალში 2000 (ორი  ათასი) ლარი;

3.  თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე-საპრიზო ფონდის 10 %.

4.  სისტემურ-ელექტრონული ფორმის სათამაშოებზე-კვარტალში 30000(ოცდაათი ათასი) ლარი;

5. ლატარიების მოწყობაზე-ლატარიის ბილეთებზე რეალიზაციიდან მიღებული  ამონაგები თანხის  15 %.

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 5000  (ხუთი ათასი)  ლარი.

7. თითოეულ  კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარი.

+
მუხლი 3
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი ორგანიზატორი ვალდებულია ყოველკვარტალურად ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
+
მუხლი 4
წამახალისებელი გათამაშების მომწყობის  (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების  ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
+
მუხლი 5
სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
+
მუხლი 6
სამორინეს სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების  შეძენისას.
+
მუხლი 7
მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ეთხოვოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია,  ზემო სვანეთის სამმართველოს.
+
მუხლი 8
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
+
მუხლი 9
დადგენილება გაეგზავნოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია,  ზემო სვანეთის სამმართველოს.

 

+
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №35, 15.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020000.35.170.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2465146-1/