საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.08.2014 ბოლო ცვლილება 21.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№502
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №502

2014 წლის 18 აგვისტო

ქ.თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12  აპრილის დადგენილება №191  – ვებგვერდი, 16.04.2019წ.

+
მუხლი 1
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის თანდართული ნუსხა:

ა) გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები (დანართი №1);

ბ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები (დანართი №2);

გ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების პირველადი მონაცემებისა და მოდელირებული მეტეოროლოგიური მონაცემების  ტარიფები (დანართი №3);

დ) კლიმატური და  მრავალწლიური ჰიდროლოგიური,  აგრომეტეოროლოგიური და მოდელირებული კლიმატური პარამეტრების მნიშვნელობების ტარიფები წლებისა და თვეების მიხედვით (დანართი №4);

ე) კლიმატური მახასიათებლების მომზადების ტარიფები (დანართი №5);

ვ) სხვადასხვა პროცენტული უზრუნველყოფის ფაქტობრივი და მოდელირებული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მნიშვნელობების  მომზადების ტარიფები (ერთი სადამკვირვებლო პუნქტის მონაცემების საფუძველზე)  (დანართი №6);

ზ) ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ტარიფები (დანართი №7);

თ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ავტომატური პუნქტებიდან მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიწოდების ტარიფები (დანართი №8);

ი) ექსპედიციური მეთოდით სპეციალიზირებული ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშაოების შესრულების ტარიფები (დანართი №9);

კ) სანაპირო ზონების ჰიდროლოგიურ-მორფოდინამიკური კვლევებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტების ტარიფები (დანართი №10);

ლ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების პუნქტების ექსპლუატაციაში გაშვების ტარიფები (დანართი №11);

მ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლებისა და მათი მოპოვების შესახებ დასკვნების მომზადების ტარიფები (დანართი №12);

ნ) ვებგვერდზე (www.meteo.gov.ge) რეკლამის განთავსების ტარიფები (დანართი №13);

ო) ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები (დანართი №14);

პ) საზღაურის გარეშე გაწეული მომსახურების ან/და გასავრცელებელი ინფორმაციის ჩამონათვალი (დანართი №15). 

ჟ) თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებისა და თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ავტორიზაციის  ტარიფები (დანართი №16).

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12  აპრილის დადგენილება №191  – ვებგვერდი, 16.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
+
მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის (ან გადახდის ქვითრის წარდგენის) დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი ვადის  ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. იმავე სამუშაო დღეს გასაწევი მომსახურებისთვის აუცილებელია ანგარიშსწორება განხორციელდეს დღის 17:00 საათამდე. 
+
მუხლი 3
 დადგენილებით დამტკიცებული სააგენტოს მომსახურების საფასური არ ვრცელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე – სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე – აუდიტორული საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისას, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის პირველი ცხრილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში. მათ მომსახურებას სააგენტო განახორციელებს საზღაურის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 მარტის დადგენილება №113 – ვებგვერდი, 17.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22  ივნისის დადგენილება №297  – ვებგვერდი, 23.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12  აპრილის დადგენილება №191  – ვებგვერდი, 16.04.2019წ.
+
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს უსასყიდლოდ, ხოლო ამავე დანართით განსაზღვრულ მომსახურებას ახორციელებს საზღაურის გარეშე.  
+
მუხლი 5
სახელმწიფო და საერთაშორისო ტენდერებსა და პროექტებში (მათ შორის, საგრანტო პროექტებში) მონაწილეობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პროექტებიდან გამომდინარე წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებთან/ურთიერთობებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, სააგენტოს უფლება აქვს, არ იხელმძღვანელოს დადგენილების პირველი მუხლის „ა“ – „ო“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანართებით, ან განახორციელოს საქმიანობა შესაბამისი საზღაურის გარეშე.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12  აპრილის დადგენილება №191  – ვებგვერდი, 16.04.2019წ.

+
მუხლი 6
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №96 დადგენილება. 
+
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №502, 18.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018122 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2465275-8/