საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (14)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №502 |
|
2014 წლის 18 აგვისტო ქ.თბილისი |
ა) გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები (დანართი №1);
ბ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები (დანართი №2);
გ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების პირველადი მონაცემებისა და მოდელირებული მეტეოროლოგიური მონაცემების ტარიფები (დანართი №3);
დ) კლიმატური და მრავალწლიური ჰიდროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური და მოდელირებული კლიმატური პარამეტრების მნიშვნელობების ტარიფები წლებისა და თვეების მიხედვით (დანართი №4);
ე) კლიმატური მახასიათებლების მომზადების ტარიფები (დანართი №5);
ვ) სხვადასხვა პროცენტული უზრუნველყოფის ფაქტობრივი და მოდელირებული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მნიშვნელობების მომზადების ტარიფები (ერთი სადამკვირვებლო პუნქტის მონაცემების საფუძველზე) (დანართი №6);
ზ) ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ტარიფები (დანართი №7);
თ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ავტომატური პუნქტებიდან მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიწოდების ტარიფები (დანართი №8);
ი) ექსპედიციური მეთოდით სპეციალიზირებული ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშაოების შესრულების ტარიფები (დანართი №9);
კ) სანაპირო ზონების ჰიდროლოგიურ-მორფოდინამიკური კვლევებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტების ტარიფები (დანართი №10);
ლ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების პუნქტების ექსპლუატაციაში გაშვების ტარიფები (დანართი №11);
მ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლებისა და მათი მოპოვების შესახებ დასკვნების მომზადების ტარიფები (დანართი №12);
ნ) ვებგვერდზე (www.meteo.gov.ge) რეკლამის განთავსების ტარიფები (დანართი №13);
ო) ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები (დანართი №14);
პ) საზღაურის გარეშე გაწეული მომსახურების ან/და გასავრცელებელი ინფორმაციის ჩამონათვალი (დანართი №15).
|
+
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილება №191 – ვებგვერდი, 16.04.2019წ.
+
მუხლი 1🔗
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის თანდართული ნუსხა:
ა) „გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასური“ (დანართი №1);
ბ) „გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასური“ (დანართი №2);
გ) „ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების პირველადი მონაცემების საფასური“ (დანართი №3);
დ) „წლებისა და თვეების მიხედვით მრავალწლიური ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მნიშვნელობების გაცემა/ მომზადების საფასური“ (დანართი №4);
ე) „კლიმატური და მრავალწლიური ჰიდროლოგიური მახასიათებლები და მათი საფასური“ (დანართი №5);
ვ) „სხვადასხვა პროცენტული უზრუნველყოფის ფაქტობრივი და მოდელირებული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მომზადების საფასური“ (დანართი №6);
ზ) „ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების საფასური“ (დანართი №7);
თ) „ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ავტომატური პუნქტებიდან მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიწოდების საფასური“ (დანართი №8);
ი) „ექსპედიციური მეთოდით სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშაოების შესრულების საფასური“ (დანართი №9);
კ) „სანაპირო ზონების ჰიდროლოგიურ-მორფოდინამიკური კვლევების საფასური“ (დანართი №10);
ლ) „ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური კვლევებისა და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის საფასური“ (დანართი №11);
მ) „კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების რესურსისა და მათი მოპოვების შესახებ დასკვნების მომზადების საფასური“ (დანართი №12);
ნ) „სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის საფასური“ (დანართი №13);
ო) „თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებისა და თევზსაჭერი/ თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ავტორიზაციის საფასური“ (დანართი №14);
ნ) ვებგვერდზე (www.meteo.gov.ge) რეკლამის განთავსების ტარიფები (დანართი №13);
პ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში სკოპინგის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისათვის სრულად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის/განხილვის მომსახურების ვადები/საფასური და საფასურის დაბრუნების პირობები“ (დანართი №15);
ჟ) „საზღაურის გარეშე გასაწევი მომსახურების ან/და გასავრცელებელი ინფორმაციის ჩამონათვალი“ (დანართი №16);
რ) ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის გაცემის საფასური (დანართი №18).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილება №191 – ვებგვერდი, 16.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №98 - ვებგვერდი, 13.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 მაისის დადგენილება №214 - ვებგვერდი, 13.06.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №365 - ვებგვერდი, 22.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №466 - ვებგვერდი, 22.10.2025წ.
+
ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ – „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის (ან გადახდის ქვითრის წარდგენის) დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №98 - ვებგვერდი, 13.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №365 - ვებგვერდი, 22.08.2025წ.
+
დადგენილების პირველი მუხლის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის (ან გადახდის ქვითრის წარდგენის) დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. იმავე სამუშაო დღეს გასაწევი მომსახურებისთვის აუცილებელია ანგარიშსწორება განხორციელდეს დღის 17:00 საათამდე.
მუხლი 3🔗
დადგენილებით დამტკიცებული სააგენტოს მომსახურების საფასური არ ვრცელდება:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, მისი წერილობითი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე;
გ) საქართველოს პროკურატურაზე;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე – სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე;
ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე – აუდიტორული საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისას;
ზ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, ბუნებრივი საფრთხეების ფორსმაჟორულ გარემოებებში ჩასახვის/გააქტიურების შემთხვევებში, ინფორმაციის/მონაცემების მიწოდებაზე;
თ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროზე, ბუნებრივი საფრთხეების ფორსმაჟორულ გარემოებებში ჩასახვის/გააქტიურების შემთხვევებში, ინფორმაციის/მონაცემების მიწოდებაზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 მარტის დადგენილება №113 – ვებგვერდი, 17.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №297 – ვებგვერდი, 23.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილება №191 – ვებგვერდი, 16.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №365 - ვებგვერდი, 22.08.2025წ.
+
დადგენილებით დამტკიცებული სააგენტოს მომსახურების საფასური არ ვრცელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროზე, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე, საქართველოს პროკურატურაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას. მათ მიმართ სააგენტო მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების №16 დანართით განსაზღვრული ინფორმაციის გავრცელებას/გაცემას და მომსახურების გაწევას სააგენტო ახორციელებს საზღაურის გარეშე, ამავე დანართით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №365 - ვებგვერდი, 22.08.2025წ.
+
ამ დადგენილების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს უსასყიდლოდ, ხოლო ამავე დანართით განსაზღვრულ მომსახურებას ახორციელებს საზღაურის გარეშე.
მუხლი 5🔗
სახელმწიფო და საერთაშორისო ტენდერებსა და პროექტებში (მათ შორის, საგრანტო პროექტებში) მონაწილეობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პროექტებიდან გამომდინარე წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებთან/ურთიერთობებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, სააგენტოს უფლება აქვს, არ იხელმძღვანელოს ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ – „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანართებით ან განახორციელოს საქმიანობა შესაბამისი საზღაურის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილება №191 – ვებგვერდი, 16.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №365 - ვებგვერდი, 22.08.2025წ.
+
სახელმწიფო და საერთაშორისო ტენდერებში და პროექტებში (მათ შორის, საგრანტო პროექტებში) მონაწილეობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, არ იხელმძღვანელოს დადგენილების პირველი მუხლის „ა“- „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანართებით.
მუხლი 6🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №96 დადგენილება.
+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №96 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №502. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.018122.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 14 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.10.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №502, 18.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018122 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2465275/