სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.08.2014 ბოლო ცვლილება 28.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.168.016125
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2014 წლის 26 აგვისტო

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის  საკრებულოს თანამდებობის პირი)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების  შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.


საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საკრებულოს რეგლამენტის  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1) და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობები (ზღვრული ოდენობები) (დანართი №2).
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
+



დანართი №1

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.


 სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის  საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის  საკრებულოს თანამდებობის პირი)   უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) თვეში განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის  საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. პირველ მუხლში გათვალისწინებული ანაზღაურება მიეცემა საკრებულოს წევრს  საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:
ა) საკრებულოს, კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების  სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
ბ) ყოველი თვის განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ ოთხი შეხვედრისათვის, რომელთაგან  სამი შეხვედრა უნდა დასტურდებოდეს საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით და არანაკლებ ერთი შეხვედრა - შესაბამისი ოქმით  (არანაკლებ ორი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული).    
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის პირველი მუხლით დადგენილი თანხა მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების შემთხვევაში. თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეპუნქტებიდან მხოლოდ ერთს, მას მიეცემა პირველი მუხლით დადგენილი თანხის  50%.
3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრი, როგორც წესი, ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა (თუ შესაბამისი თვის 5 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი, თემატიკა და ერთ შემთხვევაში ამომრჩევლებთან შეხვედრის  ოქმი (არანაკლებ ორი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული).
4. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ხარჯების გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელშიც აისახება საკრებულოს თითოეული წევრის საკრებულოს,  კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში  ფაქტობრივი დასწრებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.


   

+
დანართი №2  (ამოღებულია)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.04.2015 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 28.12.2015 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.

+

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №28, 26.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.168.016125 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2474547-4/