სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2014 წლის 26 აგვისტო ქ. სიღნაღი |
|
|
+
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1) და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობები (ზღვრული ოდენობები) (დანართი №2).
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.2.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.1.
საკრებულოს წევრებისათვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით.2.
საკრებულოს წევრები ,როგორც წესი, ყოველი თვის 14 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 14 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა (რასაც თან უნდა ახლდეს სათანადო დოკუმენტაცია (გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეხვედრების ოქმები და სხვ.)), წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.3.
თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობებს (რაც უნდა დასტურდებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული დოკუმენტაციით) საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)🔗
№
საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) თვეში განისაზღვროს 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.02.2025 წ.
მუხლი 2. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. პირველ მუხლში გათვალისწინებული ანაზღაურება მიეცემა საკრებულოს წევრს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:
ა) საკრებულოს, კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
ბ) ყოველი თვის განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ ოთხი შეხვედრისათვის, რომელთაგან სამი შეხვედრა უნდა დასტურდებოდეს საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით და არანაკლებ ერთი შეხვედრა - შესაბამისი ოქმით (არანაკლებ ორი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული).
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის პირველი მუხლით დადგენილი თანხა მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების შემთხვევაში. თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეპუნქტებიდან მხოლოდ ერთს, მას მიეცემა პირველი მუხლით დადგენილი თანხის 50%.
3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრი, როგორც წესი, ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა (თუ შესაბამისი თვის 5 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი, თემატიკა და ერთ შემთხვევაში ამომრჩევლებთან შეხვედრის ოქმი (არანაკლებ ორი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული).
4. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ხარჯების გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელშიც აისახება საკრებულოს თითოეული წევრის საკრებულოს, კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში ფაქტობრივი დასწრებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
6
120
+
დანართი №2 (ამოღებულია)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.04.2015 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 28.12.2015 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.
+
80
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.08.2014. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.35.168.016125.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის(რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №28, 26.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.168.016125 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2474547/