ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.09.2014 ბოლო ცვლილება 05.03.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016137
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (44)

შემდგომი ცვლილებები (33)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 2 სექტემბერი

დ. ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,   მე-19 მუხლის  „ბ“  პუნქტის,  24-ე  მუხლის მე-2  პუნქტის  და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”  61-ე  მუხლის საფუძველზე ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული,  მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური  პროგრამა  დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე
+



დანართი №1
ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების  სოციალური პროგრამა

+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. პროგრამის შინაარსი
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალურ პროგრამას.

2.  პროგრამის ბენეფიციარზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა  ამ პროგრამით დადგენილი წესით, სახით  და ოდენობით.


+
მუხლი 2.  პროგრამის ბენეფიციარი
წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს:  

1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი  შემდეგი კატეგორიებით:

ა)  ოჯახი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა და  ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში;

ბ) ოჯახი, რომელსაც სტიქიამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი ან დამხმარე ნაგებობა და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები;

გ) ოჯახი, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები;

დ) ოჯახი, რომელსაც სიძველის გამო ამორტიზებული აქვს შენობა-ნაგებობა.

2. მრავალშვილიანი ოჯახი   4 (ოთხი) ან მეტი მცირეწლოვანი შვილით;

3. ახალშობილის ოჯახი;

4. ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახი;

5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახი;

6. გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახი;

7. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

8. ასი წლისა და ას წელს გადაცილებულო მოქალაქეები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №13- ვებგვერდი, 04.05.2016წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 ივნისის დადგენილება №19- ვებგვერდი, 10.06.2016წ.


+
თავი II
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება

+
მუხლი 3. დახმარების  სახე და ოდენობა
1. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე კალენდარული წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

2.  სოციალური დახმარების სახე და ოდენობა ცალცალკე კატეგორიების მიხედვით შეადგენს:

ა) ოჯახს, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა და  ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა კვების პროდუქტების შესყიდვის სახით - ერთ სულიან ოჯახზე    50 (ორმოცდაათი)  ლარის,  ორ სულიან ოჯახზე    70 (სამოცდაათი)  ლარის  და  სამ და მეტ სულიან ოჯახზე  100 (ასი)  ლარის ღირებულებით;

ბ) ოჯახს, რომელსაც სტიქიამ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი ან დამხმარე ნაგებობა და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა საჭირო სამშენებლო მასალის შესყიდვის სახით, არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი)  ლარის ღირებულებით;

გ) ოჯახს, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაიცემა  სარიტუალო ღონისძიებისთვის საჭირო  კვების პროდუქტების შესყიდვის სახით - 150 ლარის ღირებულებით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.


+
მუხლი 4. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების  მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ინფორმაცია (დასტური) მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და  სოციალური დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ. 

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრბულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
მუხლი 5. დახმარების გაცემის წესი
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქის  მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით,  დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადების შემსწავლელ სპეციალურ  სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს  გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ.

2. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე გასვლის შემდეგ.

3. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ.

4. მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საჭირო სამშენებლო მასალის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ოჯახის წარმომადგენელი (ბენეფიციარი)  ვალდებულია  სამშენებლო მასალა შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წაიღოს დასაწყობებული ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი კარგავს უფლებას, საანგარიშო წლის პერიოდში სამშენებლო მასალის მოთხოვნის განცხადებით განმეორებით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას.

6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 მარტის დადგენილება № 14 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 20.01.2016წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 06.01.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 10.02.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 აპრილის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 10.04.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მაისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრბულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
თავი III
მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება

+
მუხლი 6. დახმარების  სახე და ოდენობა
მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი შვილი,  საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 200  (ორასი) ლარის ოდენობით.

+
მუხლი 7. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის შესახებ);

ე) შვილების დაბადების მოწმობის ასლები. 

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
მუხლი 8. დახმარების  გაცემის წესი
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
თავი IV
ახალშობილის ოჯახის დახმარება

+
მუხლი 9. დახმარების  სახე და ოდენობა
ახალშობილის ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად  -  100  (ასი) ლარის ოდენობით.

+
მუხლი 10. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი:

გ) მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი:

დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში ცნობა მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის შესახებ);

ე) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
მუხლი 11. დახმარების  გაცემის წესი
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
თავი V
ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარება

+
მუხლი 12. დახმარების  სახე და ოდენობა
ლტოლვილ ან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა  სამჯერადად - აღდგომის (გარდამავალი თარიღი), გიორგობის (23 ნოემბერი) და ახალი წლის დღესასწაულებზე -  100 (ასი)  ლარის ოდენობით.

+
მუხლი 13. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს იმ პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანდართული სიით. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
მუხლი 14. დახმარების  გაცემის წესი
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
თავი VI
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახის დახმარება

+
მუხლი 15. დახმარების  სახე და ოდენობა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული  მებრძოლის ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად  -  აღდგომის დღესასწაულზე   (გარდამავალი თარიღი)  -  100 (ასი)  ლარის ოდენობით.

+
მუხლი 16. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების თანდართული სიით. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
მუხლი 17. დახმარების  გაცემის წესი
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
თავი VII
გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახის  დახმარება

+
მუხლი 18. დახმარების  სახე და ოდენობა
გარდაცვლილი ომის მონაწილის  ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება დაკრძალვის ხარჯების  სახით  გაეწევა  ერთჯერადად  -  250  (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

+
მუხლი 19. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მისაღებად   მოქალაქემ  ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილთან კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ომის მონაწილის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) გარდაცვლილის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი (ომის მონაწილის სტატუსით);

ვ) ცნობა მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ გარდაცვლილს ნამდვილად კრძალავს, ან დაკრძალა განმცხადებელმა. 

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე  უარის თქმის საფუძველს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
მუხლი 20. დახმარების  გაცემის წესი
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
თავი VIII
მეორე მსოფლიო ომის მონაწილის დახმარება

+
მუხლი 21. დახმარების  სახე და ოდენობა
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა  ერთჯერადად – ფაშიზმზე გამარჯვების (9 მაისი) დღესასწაულზე –  50 (ორმოცდაათი)  ლარის ოდენობით.

+
მუხლი 22. დახმარების  მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს იმ პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა თანდართული სიით. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
მუხლი 23. დახმარების  გაცემის წესი
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
თავი IX
ასი წლიას წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარება

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №13- ვებგვერდი, 04.05.2016წ.


+
მუხლი 24. დახმარების სახე და ოდენობა
ასი წლისა და ას წელს გადაცილებულ მოქალაქეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №13- ვებგვერდი, 04.05.2016წ.


+
მუხლი 25. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების   მისაღებად   მოქალაქემ   ადიგენის  მუნიციპალიტეტის   მერიაში   უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი. 

2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №13- ვებგვერდი, 04.05.2016წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.


+
მუხლი 26. დახმარების გაცემის წესი
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას, ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №13- ვებგვერდი, 04.05.2016წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2017წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №46, 02.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2485399-11/