ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (44)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (42)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 27.12.2021წ.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალურ პროგრამას.
2. პროგრამის ბენეფიციარზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა ამ პროგრამით დადგენილი წესით, სახით და ოდენობით.
3. დადგენილებაში განსაზღვრული რამდენიმე საფუძვლის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, ამ წესისგან განსხვავებული სახისა და თანხით დახმარების გაწევა შესაძლებელია საკრებულოს თანხმობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 03.08.2022წ.
წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს:
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი შემდეგი კატეგორიებით:
ა) ოჯახი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში;
ბ) ოჯახს, რომელსაც სტიქიური მოვლენების შედეგად (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები) დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები;
გ) ოჯახი, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები;
2. მრავალშვილიანი ოჯახი 4 (ოთხი) ან მეტი არასრულწლოვანი შვილით;
3. ახალშობილის ოჯახი;
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი.
5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლის ოჯახი;
6. გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახი;
7. 95 წლისა და 95 წელს გადაცილებულო მოქალაქეები.
8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანები.
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-150 000 ქულის ჩათვლით, კალენდარული წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
2. სოციალური დახმარების სახე და ოდენობა ცალ-ცალკე კატეგორიების მიხედვით შეადგენს:
ა) ოჯახს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-150 000 ქულის ჩათვლით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ფულადი ფორმით – ერთსულიან ოჯახზე 100 (ასი) ლარის, ორსულიან ოჯახზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის, სამ- და მეტსულიან ოჯახზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) ოჯახს, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაეწევა სარიტუალო ღონისძიებისთვის ფულადი ფორმით – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისა და სარიტუალო ღონისძიებისათვის დახმარება გაიწევა ფულადი ფორმით – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კრიტიკულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით შესაძლებელია სოციალური პროგრამისაგან განსხვავებული სახისა და ოდენობის დახმარების გაწევა.
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) (ამოღებულია - 22.12.2025, №45);
დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
ე) გარდაცვალების მოწმობა.
ვ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დროს, ინფორმაცია ოჯახის შესახებ, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია დაკრძალვის ხარჯები ან/და უპატრონო გარდაცვლილის დამკრძალავ პიროვნებაზე (მოხსენებითი ბარათით) დადასტურებულ იქნეს მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში (ანგარიშსწორება მოხდეს წარმომადგენლის მიერ დადასტურებულ პირზე).
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქის ოჯახს საცხოვრებელი ფართის სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა)შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) საცხოვრებელი ფართის მთლიანი განადგურების შემთხვევაში – არაუმეტეს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა;
ბ) საცხოვრებელი ფართის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში – არაუმეტეს 10000 (ათი ათასი) ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ოჯახის ერთ-ერთი წევრის წერილობითი განცხადება (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები) შედეგად საცხოვრებელი ფართის დაზიანების შესახებ.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, განმცხადებლის მიერ საცხოვრებელი ფართით ფაქტობრივი ფლობა/მართვის შესახებ ან/და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი, კონკრეტულ მისამართზე, ბოლო ერთი წლის კომუნალური სერვისებით სარგებლობის დამადასტურებელი გადასახადის ქვითარი/ამონაწერი;
4. აქტი ხანძრის შესახებ;
5. კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (დროებითი კომისიის) დასკვნა. კომისიამ შეფასება მოახდინოს სტიქიის დროს არსებული სამშენებლო საბაზრო ღირებულების (ფასების) შესაბამისად.
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე გასვლის შემდეგ.
3. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და იღებს შესაბამისს გადაწყვეტილებას.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების დროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური ადგენს მოხსენებით ბარათს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოსცემს მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს.
5. დროებითი კომისია შეფასებას ახორციელებს სტიქიის დროს არსებული სამშენებლო მასალების საბაზრო ღირებულების (ფასების) შესაბამისად.
მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება
მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.01.2024წ.

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №46 - ვებგვერდი, 21.08.2024 წ.
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ახალშობილის დახმარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 08.06.2022 წ.
ახალშობილს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიანობის სტატუსის მქონე დასახლებაში, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ახალშობილს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიანობის სტატუსის არმქონე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ბ) ახალშობილის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
ე) ახალშობილის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები;
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – ახალი წლის დღესასწაულზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
1. დახმარება გაიცემა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მიერ შექმნილი მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბენეფიციარის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა მერის წარმომადგენლისაგან ცხოვრების ფაქტის შესახებ;
ე) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში (სამაჩაბლო, აფხაზეთი) დაღუპული მებრძოლის ოჯახის დახმარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 22.04.2025წ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში (სამაჩაბლო, აფხაზეთი) დაღუპული მებრძოლების ოჯახებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ ერთჯერადად – აღდგომის დღესასწაულზე (გარდამავალი თარიღი) – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების თანდართული სიით.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახის სარიტუალო მომსახურება

გარდაცვლილ, ომის ვეტერანთა ოჯახს სარიტუალო მომსახურებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება დაკრძალვის ხარჯების სახით გაეწევა ერთჯერადად – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

გ) გარდაცვლილთან კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ომის მონაწილის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) გარდაცვლილის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი (ომის მონაწილის სტატუსით);
ვ) მოხსენებით ბარათი მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ გარდაცვლილს ნამდვილად კრძალავს ან დაკრძალა განმცხადებელმა;
ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.03.2025წ.
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
95 წლისა და 95 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარება

95 წლისა და 95 წელს გადაცილებულ მოქალაქეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან/და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას, ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარება
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წლამდე და 18 წლიდან ზევით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ პირი, მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;
ე) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შშმ პირის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები;
ზ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან რეგისტრაციის შესახებ.
2.ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
3.ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანების სოციალური დახმარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ( I, II და III ჯგუფი) ომის ვეტერან პირებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 28. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანი პირი ან კანონიერი წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ომის ვეტერანის მოწმობა;
ვ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
+
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2014 წლის 2 სექტემბერი
დ. ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” 61-ე მუხლის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №7 „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
+
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე
+
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 27.12.2021წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამა
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. პროგრამის შინაარსი🔗
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალურ პროგრამას.
2. პროგრამის ბენეფიციარზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა ამ პროგრამით დადგენილი წესით, სახით და ოდენობით.
3. დადგენილებაში განსაზღვრული რამდენიმე საფუძვლის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, ამ წესისგან განსხვავებული სახისა და თანხით დახმარების გაწევა შესაძლებელია საკრებულოს თანხმობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 03.08.2022წ.
მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარი🔗
წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს:
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი შემდეგი კატეგორიებით:
ა) ოჯახი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში;
ბ) ოჯახს, რომელსაც სტიქიური მოვლენების შედეგად (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები) დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები;
გ) ოჯახი, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები;
2. მრავალშვილიანი ოჯახი 4 (ოთხი) ან მეტი არასრულწლოვანი შვილით;
3. ახალშობილის ოჯახი;
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი.
5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლის ოჯახი;
6. გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახი;
7. 95 წლისა და 95 წელს გადაცილებულო მოქალაქეები.
8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 02.03.2022წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.01.2024წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.03.2025წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 22.04.2025წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება
მუხლი 3. დახმარების სახე და ოდენობა🔗
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-150 000 ქულის ჩათვლით, კალენდარული წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-80 000 ქულის ჩათვლით, კალენდარული წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
2. სოციალური დახმარების სახე და ოდენობა ცალ-ცალკე კატეგორიების მიხედვით შეადგენს:
ა) ოჯახს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-150 000 ქულის ჩათვლით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ფულადი ფორმით – ერთსულიან ოჯახზე 100 (ასი) ლარის, ორსულიან ოჯახზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის, სამ- და მეტსულიან ოჯახზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ა) ოჯახს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-80 000 ქულის ჩათვლით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ფულადი ფორმით – ერთსულიან ოჯახზე 100 (ასი) ლარის, ორსულიან ოჯახზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის, სამ- და მეტსულიან ოჯახზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) ოჯახს, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაეწევა სარიტუალო ღონისძიებისთვის ფულადი ფორმით – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისა და სარიტუალო ღონისძიებისათვის დახმარება გაიწევა ფულადი ფორმით – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კრიტიკულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით შესაძლებელია სოციალური პროგრამისაგან განსხვავებული სახისა და ოდენობის დახმარების გაწევა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 02.03.2022 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მაისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 25.05.2023 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.01.2024წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.01.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 4 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 05.02.2026წ.
მუხლი 4. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) (ამოღებულია - 22.12.2025, №45);
დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და საბანკო რეკვიზიტები;
ე) გარდაცვალების მოწმობა.
ვ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დროს, ინფორმაცია ოჯახის შესახებ, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია დაკრძალვის ხარჯები ან/და უპატრონო გარდაცვლილის დამკრძალავ პიროვნებაზე (მოხსენებითი ბარათით) დადასტურებულ იქნეს მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში (ანგარიშსწორება მოხდეს წარმომადგენლის მიერ დადასტურებულ პირზე).
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 02.03.2022წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.03.2025წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 4 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 05.02.2026წ.
მუხლი 5. სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელი ფართით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები)🔗
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქის ოჯახს საცხოვრებელი ფართის სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა)შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) საცხოვრებელი ფართის მთლიანი განადგურების შემთხვევაში – არაუმეტეს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა;
ბ) საცხოვრებელი ფართის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში – არაუმეტეს 10000 (ათი ათასი) ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ოჯახის ერთ-ერთი წევრის წერილობითი განცხადება (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები) შედეგად საცხოვრებელი ფართის დაზიანების შესახებ.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, განმცხადებლის მიერ საცხოვრებელი ფართით ფაქტობრივი ფლობა/მართვის შესახებ ან/და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი, კონკრეტულ მისამართზე, ბოლო ერთი წლის კომუნალური სერვისებით სარგებლობის დამადასტურებელი გადასახადის ქვითარი/ამონაწერი;
4. აქტი ხანძრის შესახებ;
5. კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (დროებითი კომისიის) დასკვნა. კომისიამ შეფასება მოახდინოს სტიქიის დროს არსებული სამშენებლო საბაზრო ღირებულების (ფასების) შესაბამისად.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 02.03.2022წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.01.2024წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 მარტის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 27.03.2024 წ.
მუხლი 6. დახმარების გაცემის წესი🔗
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე გასვლის შემდეგ.
3. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და იღებს შესაბამისს გადაწყვეტილებას.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების დროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური ადგენს მოხსენებით ბარათს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოსცემს მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს.
5. დროებითი კომისია შეფასებას ახორციელებს სტიქიის დროს არსებული სამშენებლო მასალების საბაზრო ღირებულების (ფასების) შესაბამისად.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.01.2022 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.
მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება
მუხლი 7. დახმარების სახე და ოდენობა🔗
მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.01.2024წ.
მუხლი 8. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №46 - ვებგვერდი, 21.08.2024 წ.
მუხლი 9. დახმარების გაცემის წესი🔗
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებში.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ახალშობილის დახმარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 08.06.2022 წ.
მუხლი 10. დახმარების სახე და ოდენობა🔗
ახალშობილს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიანობის სტატუსის მქონე დასახლებაში, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ახალშობილს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიანობის სტატუსის არმქონე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 08.06.2022 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.01.2024წ.
მუხლი 11. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ახალშობილის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
ე) ახალშობილის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები;
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 08.06.2022 წ.
მუხლი 12. დახმარების გაცემის წესი🔗
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება
მუხლი 13. დახმარების სახე და ოდენობა🔗
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – ახალი წლის დღესასწაულზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 14 დახმარების გაცემის წესი🔗
1. დახმარება გაიცემა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მიერ შექმნილი მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბენეფიციარის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა მერის წარმომადგენლისაგან ცხოვრების ფაქტის შესახებ;
ე) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში (სამაჩაბლო, აფხაზეთი) დაღუპული მებრძოლის ოჯახის დახმარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 22.04.2025წ.
მუხლი 15. დახმარების სახე და ოდენობა🔗
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში (სამაჩაბლო, აფხაზეთი) დაღუპული მებრძოლების ოჯახებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ ერთჯერადად – აღდგომის დღესასწაულზე (გარდამავალი თარიღი) – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.01.2024წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 22.04.2025წ.
მუხლი 16. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
დახმარების გასაცემად, მითითებული დღესასწაულების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების თანდართული სიით.
მუხლი 17. დახმარების გაცემის წესი🔗
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახის სარიტუალო მომსახურება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 22.04.2025წ.
მუხლი 18. დახმარების სახე და ოდენობა🔗
გარდაცვლილ, ომის ვეტერანთა ოჯახს სარიტუალო მომსახურებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება დაკრძალვის ხარჯების სახით გაეწევა ერთჯერადად – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 22.04.2025წ.
მუხლი 19. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილთან კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ომის მონაწილის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) გარდაცვლილის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი (ომის მონაწილის სტატუსით);
ვ) მოხსენებით ბარათი მერის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ გარდაცვლილს ნამდვილად კრძალავს ან დაკრძალა განმცხადებელმა;
ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.03.2025წ.
მუხლი 20. დახმარების გაცემის წესი🔗
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
95 წლისა და 95 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.03.2025წ.
მუხლი 21. დახმარების სახე და ოდენობა🔗
95 წლისა და 95 წელს გადაცილებულ მოქალაქეს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.03.2025წ.
მუხლი 22. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან/და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 02.03.2022წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 27.03.2025წ.
მუხლი 23. დახმარების გაცემის წესი🔗
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას, ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარება
მუხლი 24. დახმარების სახე და ოდენობა🔗
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წლამდე და 18 წლიდან ზევით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.01.2024წ.
მუხლი 25. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ პირი, მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;
ე) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შშმ პირის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები;
ზ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან რეგისტრაციის შესახებ.
2.ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
3.ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 26. დახმარების გაცემის წესი🔗
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან, შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას, ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში) ამზადებს შესაბამისს დოკუმენტაციას. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.01.2024წ.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანების სოციალური დახმარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
მუხლი 27. დახმარების სახე და ოდენობა🔗
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ( I, II და III ჯგუფი) ომის ვეტერან პირებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
მუხლი 28. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანი პირი ან კანონიერი წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ომის ვეტერანის მოწმობა;
ვ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №46, 02.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2485399-42/