დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.11.2014 ბოლო ცვლილება 31.07.2025
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016557
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

(ძალადაკარგულია  2025 წლის 1 აგვისტოდან - 10.03.2025, №1064)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №52

2014 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტისა  და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის თანდართული ფორმა.
2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
+




 

დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა

1. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ​2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს წყლის ექსკლუზიურ ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით.

2. მოწმობა ორენოვანია, ქართულ-ინგლისური, ორგვერდიანია, ზომები: 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №933 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.

3. მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს.

4. მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება  და საქართველოს გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს მწვანე და ლურჯი  ფერების მონაცვლეობას.

5. მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ​2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.

6. მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) დაბადების ადგილი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) სტატუსი;

     თ) ფოტოსურათი;

ი) ხელმოწერა;

კ) მისამართი (მისამართი ივსება მხოლოდ ქართულად);

ლ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

მ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ნ) მოწმობის მოქმედების ვადა;

ო) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

7. მოწმობის ბლანკზე მე-6 პუნქტის ,,ა“-,,ზ“, ,,კ“-,,ნ“ პუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტების დატანა ხდება მოწმობის პერსონალიზაციის დროს.

8. მოწმობის ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური სერია და ნომერი.

9. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: № ს 0000000. პირველი სიმბოლო (სერია) წარმოადგენს ასოების − ,,ს,ტ,უ,ფ“, მონაცვლეობას, ხოლო შემდეგი ექვსი ციფრი – რიგით ნომერს 0000001-დან 9999999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 1234567), გარდა კომბინაციებისა 666XXXX, X666XXX, XX666XX, XXX666X, XXXX666.                                                             

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №933 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, №52, 15.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016557 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2534897-2/