დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №52 |
|
2014 წლის 15 ნოემბერი ქ. თბილისი |
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის თანდართული ფორმა. |
2.
დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
(ძალადაკარგულია 2025 წლის 1 აგვისტოდან - 10.03.2025, №1064)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №52
№52
1. დამტკიცდეს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის თანდართული ფორმა.
2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
+
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა
1. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს წყლის ექსკლუზიურ ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით.
2. მოწმობა ორენოვანია, ქართულ-ინგლისური, ორგვერდიანია, ზომები: 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №933 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
3. მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს.
4. მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს მწვანე და ლურჯი ფერების მონაცვლეობას.
5. მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.
6. მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) დაბადების ადგილი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) სტატუსი;
თ) ფოტოსურათი;
ი) ხელმოწერა;
კ) მისამართი (მისამართი ივსება მხოლოდ ქართულად);
ლ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
მ) მოწმობის გაცემის თარიღი;
ნ) მოწმობის მოქმედების ვადა;
ო) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
7. მოწმობის ბლანკზე მე-6 პუნქტის ,,ა“-,,ზ“, ,,კ“-,,ნ“ პუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტების დატანა ხდება მოწმობის პერსონალიზაციის დროს.
8. მოწმობის ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური სერია და ნომერი.
9. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: № ს 0000000. პირველი სიმბოლო (სერია) წარმოადგენს ასოების − ,,ს,ტ,უ,ფ“, მონაცვლეობას, ხოლო შემდეგი ექვსი ციფრი – რიგით ნომერს 0000001-დან 9999999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 1234567), გარდა კომბინაციებისა 666XXXX, X666XXX, XX666XX, XXX666X, XXXX666.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №933 - ვებგვერდი, 29.09.2023 წ.
1.
დამტკიცდეს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის თანდართული ფორმა.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 15.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 010130000.22.027.016557.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2025.
- სად არის „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, №52, 15.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016557 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2534897/