1. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა მეცნიერებზე, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა პირებზე – ამავე მუხლით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან ან/და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებზე და იმ დამხმარე პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობაში;
ბ) სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებულ სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, აგრეთვე იმ პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამეცნიერო საქმიანობაში.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობათა ნუსხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია მიიღონ ამ მუხლით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სამეცნიერო ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის (სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის) არანაკლებ 20 წლის სტაჟი და არიან 50 წლის ან მეტი ასაკის, გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან:
ა) პირადი სურვილით, თუ პირს აქვს შესაბამის დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლებულ პირებზე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:
ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;
ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;
გ) 40%-ის ოდენობით – სხვა პირთათვის.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ამავე მუხლით განსაზღვრული პირების შესაბამისი სამეცნიერო, აკადემიური (სამეცნიერო-პედაგოგიური) ან დამხმარე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 31 დეკემბრისა.
7. ამ კანონის ამოქმედებამდე ამ მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე მიღებული დაფინანსება, გარდა შრომითი ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული დაფინანსებისა, ჩაითვლება ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიად და მისი გაცემა გაგრძელდება, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა. ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშება განხორციელდება ამ მუხლების შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4132 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.363
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4175 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 27.12.2005).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები 1. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა მეცნიერებზე, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა პირებზე – ამავე მუხლით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება: ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან ან/და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებზე და იმ დამხმარე პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობაში; ბ) სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებულ სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, აგრეთვე იმ პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამეცნიერო საქმიანობაში. 2121. . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობათა ნუსხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია მიიღონ ამ მუხლით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სამეცნიერო ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის (სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის) არანაკლებ 20 წლის სტაჟი და არიან 50 წლის ან მეტი ასაკის, გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან: ა) პირადი სურვილით, თუ პირს აქვს შესაბამის დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. 4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლებულ პირებზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს: ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის; ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის; გ) 40%-ის ოდენობით – სხვა პირთათვის. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ამავე მუხლით განსაზღვრული პირების შესაბამისი სამეცნიერო, აკადემიური (სამეცნიერო-პედაგოგიური) ან დამხმარე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 31 დეკემბრისა. 7. ამ კანონის ამოქმედებამდე ამ მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე მიღებული დაფინანსება, გარდა შრომითი ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული დაფინანსებისა, ჩაითვლება ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიად და მისი გაცემა გაგრძელდება, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა. ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშება განხორციელდება ამ მუხლების შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4132 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.363 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4175 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.364მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1366-1330(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2011
ბ-შვილი განეკუთვნება აღნიშნული კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ სუბიექტს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა…
- საქმე №ბს-231-219(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.10.2007
…13 ივლისს დადებული ხელშეკრულება, არ განაპირობებს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას, რამდენადაც მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უშუალო საფუძველია სწორედ შრომის კოდექსი და არა აღნიშნული აქტები. «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 39-ე მუხლი განსაზღვრავს გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება