1. ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა.
2. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეორგანიზაციამდე ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა ხორციელდება აგრეთვე ამ დაწესებულებებში სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, ამ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
3. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები (ე. წ. რეგრესული პენსიები) რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
4. საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ შეიმუშაონ საკანონმდებლო წინადადებები საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფისა და ჰარმონიზაციის შესახებ.
5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს წინადადებები მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფის შესახე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 27.12.2005).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა. 2. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეორგანიზაციამდე ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა ხორციელდება აგრეთვე ამ დაწესებულებებში სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, ამ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. 3. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები (ე. წ. რეგრესული პენსიები) რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით. 4. საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ შეიმუშაონ საკანონმდებლო წინადადებები საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფისა და ჰარმონიზაციის შესახებ. 5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს წინადადებები მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფის შესახებ. თავი XIV. დასკვნითი დებულებანიშესახე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-457-457(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2018
…750 ლარს. 2006 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა ხორციელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული კომპენსაციის (პენსიის) ოდენობები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი მე-7 მუხლთან.
- საქმე №ბს-1146-1097(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2008
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით განიმარტა ზემოაღნიშნული კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შინაარსი, რომ მითითებული მუხლის ნამდვილი შინაარსი გულისხმობდა ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულ პირს და შესაბამისად, ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულმა პირებმა მიიღეს 50%-იანი დანამატი, ნაცვლად 25%-ისა.
- საქმე №ბს-619-589(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2007
…უზრუნველყოფის საკითხი მოექცა ამ კანონის რეგულირების სფეროში. გ. ნ.-ზე 2006 წლის 1 იანვრიდან შეწყდა სამისდღეშიო პენსიის გაცემა და «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 და 41-ე მუხლების შესაბამისად, მას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ კომპენსაციის სახით განესაზღვრა ყოველთვიურად 560 ლარი.
- საქმე №ბს-476-453(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2007
ამასთან, მითითებული კანონის 41-ე მუხლის “ა" პუნქტის საფუძველზე დაენიშნა ვ. გორგასლის ორდენზე პენსიის დანამატი, პენსიის ოდენობის 25%-ით.
- საქმე №ბს-21-21(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2007
…უზრუნველყოფის საკითხი მოექცა ამ კანონის რეგულირების სფეროში. ა. ბ.-ზე 2006 წლის 1 იანვრიდან შეწყდა სამისდღეშიო პენსიის გაცემა და “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და 41-ე მუხლების შესაბამისად, მას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ კომპენსაციის სახით განესაზღვრა ყოველთვიურად 560 ლარი, რაც იმჟამად ეძლეოდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება