1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა.
2. ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით, კერძოდ:
ა) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონით „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონით „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონით „ფინანსური პოლიციის შესახებ“;
ე) საქართველოს ორგანული კანონით „პროკურატურის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონით „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონით „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“.
3. ამ მუხლით განსაზღვრული გადაანგარიშების შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.03.2013 კანონი №378
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება 1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა. 2. ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით, კერძოდ: ა) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“; გ) საქართველოს კანონით „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონით „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“; დ) საქართველოს კანონით „ფინანსური პოლიციის შესახებ“; ე) საქართველოს ორგანული კანონით „პროკურატურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონით „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“; თ) საქართველოს კანონით „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“. 3. ამ მუხლით განსაზღვრული გადაანგარიშების შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-457-457(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2018
…ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული კომპენსაციის (პენსიის) ოდენობები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი მე-7 მუხლთან. შესაბამისად, პარლამენტის ყოფილი წევრების სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა 2006 წლის 1 იანვრიდან შეადგენს 560 ლარს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის…
- საქმე №ბს-395-392(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2018
…თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2015წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 31.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის 36-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ.
- საქმე №ბს-1049-1043(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2018
ხოლო მას უკვე მოპოვებული და რეალიზებული კომპენსაცია მიეცა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, და არა იმიტომ, რომ მასზე არ ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა.
- საქმე №ბს-151-149(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2016
მოსარჩელე თვლის, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 36.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გადაანგარიშება არ უნდა მომხდარიყო.
- საქმე №ბს-77-75(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2015
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებზე, კერძოდ, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის…
- საქმე №ბს-758-752(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2011
- საქმე №ბს-1331-1295(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ბს-1361-1325(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ბს-546-517(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2009
- საქმე №ბს-1146-1097(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2008
- საქმე №ბს-619-589(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2007
- საქმე №ბს-21-21(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2007
- საქმე №330310016001467482 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.05.2018
- საქმე №330310019003048263 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №330310018002506910 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება