1. ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მათი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს, რომლებსაც უკვე დანიშნული აქვთ შესაბამისი კომპენსაცია, მიუხედავად ამ უწყებების სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა; ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უწყებებიდან დათხოვნილ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ამ კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1714 - ვებგვერდი, 14.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 07.12.2017 კანონი №1714
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.04.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით 1. ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისიმათი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. 2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს, რომლებსაც უკვე დანიშნული აქვთ შესაბამისი კომპენსაცია, მიუხედავად ამ უწყებების სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა; ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უწყებებიდან დათხოვნილ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ამ კანონის შესაბამისად.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-395-392(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2018
პალატის მოსაზრებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლი გულისხმობს უშუალოდ სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის ფაქტობრივი საფუძვლების გაქარწყლებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
- საქმე №ბს-1049-1043(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2018
ხოლო მას უკვე მოპოვებული და რეალიზებული კომპენსაცია მიეცა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, და არა იმიტომ, რომ მასზე არ ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა.
- საქმე №ბს-77-75(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2015
…სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას; 37-ე მუხლის თანახმად კი ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდა ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
- საქმე №ბს-758-752(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2011
2006 წლის იანვრიდან, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურების ხაზით ადრე დანიშნულ პენსიებს ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია და მათი გაცემა გაგრძელდა ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
- საქმე №ბს-619-589(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2007
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის ნორმა შეეხება იმ პირებზე კომპენსაციების გაცემის გაგრძელებას,…
- საქმე №ბს-21-21(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2007
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება