1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 27.12.2005).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1128(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2021
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობაში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა, რაც დასტურდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 32.1 მუხლით, რომლის თანახმად, კომპენსაცია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
- საქმე №ბს-259(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 32.1 მუხლის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, რომელიც პირს ეკუთვნოდა…
- საქმე №ბს-667-663(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.03.2018
…სტიპენდიის განახლების თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, გასაცემლის გამცემი საბანკო დაწესებულება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი არეგულირებს მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის აღების წესს პირის გარდაცვალების შემთხვევაში, კერძოდ, აღნიშნული მუხლი სახელმწიფო…
- საქმე №ბს-942-906(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2009
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპენსიო თანხასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობებში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა, რაც დასტურდება თუნდაც «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 32.1 მუხლით, რომლის თანახმად კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტაპენდია,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება